ასერტინი / ASERTIN ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ასერტინი –  ყველა წამლის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.  აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ მეანმა და (ან) ექიმმა იცის, რომ პაციენტი ღებულობს ასერტინს. ორსულობის დროს ისეთი წამლების მიღებამ, როგორიცაა ასერტინი, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრის დროს, შეიძლება გაზარდოს ბავშვში მძიმე დარღვევის, ე.წ. ახალშობილებში პერსისტული ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის განვითარების რისკი (PPHN), რომელიც გამოვლინდება გახშირებული სუნთქვით და ახალშობილის კანის შეფერადებით. ეს ნიშნები ჩვეულებრივ ვლინდება დაბადებინა პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ახალშობილს გამოუვლინდა, რომელიმე ზემოთ აღწერილი ნიშანთაგანი, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის შესახებ მეანს და/ან ექიმს.  სერტრალინის გამოყენების უსაფრთხოება ქალებში ორსულობის დროს არ არის ბოლომდე დადასტურებული. ასერტინი 50, ასერტინი 100-ის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ექიმის შეფასებით მისი სარგებელი ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისათვის. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა, სერტრალინის მიღების დროს, უნდა გამოიყენონს ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.  არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ სერტრალინი გადადის დედის რძეში. სერტრალინი გამოყენება მეძუძურ დედებში შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი