დეპაკინი სიროფი / DEPAKINE SYRUP ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

დეპაკინი სიროფი –  ორსულობა: ეპილეფსიით დაავადებული დედების მკურნალობის გამოკვლევის საფუძველზე, რისკი, დაკავშირებული ორსულობისას  ვალპროატის მიღებაზე, აღწერილია შემდეგი სახით: ეპილეფსიასთან და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებული რისკი აღწერილია, რომ ეპილეფსიით დაავადებულ ქალებში ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენებისას, თანდაყოლილი ნაკლით დაბადებული ბავშვების საერთო სიხშირე 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე საერთო პოპულაციის  დროს. (დაახლოებით 3%) თუმცა თანდაყოლილი ნაკლით დაბადებული ბავშვების სიხშირე აღწერილი იყო კომბინირებული სამკურნალო თერაპიის გამოყენების შემთხვევის დროს., დღემდე ფორმალურად არ არის დადგენილი დაავადებისა და დედის მიერ მიღებული პერაპარატების შესაბამისი როლი. საკმაოდ ხშირია ტუჩის თიაქარის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკის განვითარება. ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობის უცაბედმა შეწყვეტამ შეიძლება გაართულოს დედის მდგომარეობა და გამოიწვიოს ნაყოფის დაღუპვის მიზეზი. ნატრიუმის ვალპროატთან დაკავშირებული რისკი  ორსულობის პირველი ტრიმესტრის პერიოდში ვალპროატის მიღებისას ქალებში ნაყოფის განვითარების მანკის საერთო რისკი არანაკლებია სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან შედარებით. აღწერილია სახის დისმორფიის შემთხვევები. ვლინდებოდა განვითარების მრავალჯერადი დეფექტის იშვიათი შემთხვევები განსაკუთრებით –კიდურების ამგვარი ეფექტების სიხშირე დღემდე არ არის  ზუსტად დადგენილი. ამასთან ერთად, ნატრიუმის ვალპროატი იწვევს ნერვული ღეროს განვითარების დარღვევას: ნიოლომენინგოცედი, ზურგისტვინის თიაქარი. ამგვარი გართულებების სიხშირე 1-2% ამ მონაცემების თანახმად თუ ქალი გეგმავს ორსულობას, საჭიროა ხელმეორედ შემოწმებულ იქნას ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩვენებები. რეკომენდებულია განხილულ იქნეს საკითხი ფოლიატების დამატებით მიღების შესახებ. ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ვალპროატით მკურნალობის შეჩერება, თუ კი იგი ეფექტურია. ამ შემთხვევაში აუცილებელია მონოთერაპია, რომლის მინიმალური დღიური დოზა უნდა დაიყოს დღეში რამდენიმე მიღებაზე. მიუხედავად ამისა, ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს სპეციალური პრენატალური გამოკვლევა სხვადასვა მანკის, ნერვული ღეროს შეხორცების ანომალიის გამოვლენის მიზნით. რისკი ახალშობილებში  აღწერილი იყო ჰემორაგიული სინდრომი იმ ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ ნატრიუმის ვალპროატს. ეს ჰემორაგიული სინდრომი დაკავშირებულია ჰიპოფიბრინოგენიასთან. ასევე აღწერილი იყო აფიბრინოგენემია, რომელიც იწვევს ფატალურ შედეგს. ეს ჰიპოფიბრინოგენემია შესაძლოა დაკავშირებული იყოს შედედების ფაქტორის დაქვეითებასთან. ამასთან, აუცილებელია ამ სინდრომის გარჩევეა ვიტამინ K-ზე დამოკიდებული ფაქტორთა დაქვეითებისაგან, გამოწვეული ფენობარბიტალით და ფერმენტების სხვა ინდუცირებით. ამიტომ ახალშობილებს უნდა ჩაუტარდეთ თრომბოციტების რაოდენობის ანალიზი,  პლაზმაში ფიბრინოგენის დონის დადგენა. კოაგულაციის ტესტები და კოაგულაციის  ფაქტორების განსაზღვრა. ლაქტაცია: ვოლპროატის ექსკრეცია რძეში მცირეა და შეადგენს სისხლის შრატში დონის 1-დან 10%-მდე. დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ ჩვილები, რომლებიც იღებდნენ დედის რძეს და რომლებსაც ნეონატალურ პერიოდში არ განვითარებიათ რომელიმე კლინიკური გამოვლინება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი