ეგილოკი® – EGIOLOK® ორსულობისა და ლაქტაციის დროს! აუცილებლად წაიკითხეთ!

ეგილოკი® –  ცხოველებში მეტოპროლოლის შეყვანით მავნე ზემოქმედება მათ შთამომავლობაზე არ გამოვლენილა. ადამიანზე ჩატარებული კვლევები აუცილებელია პრეპარატის გამოყენების რისკისა და სარგებლობის საგულდაგულოდ შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღება გარდაუვალია, საჭიროა ნაყოფისა და ახალშობილის მეთვალყურეობა რამდენიმე დღის განმავლობაში (48-72 სთ) მშობიარობის შემდეგ, რადგან პლაცენტარული სისხლის მიმოქცევის შემცირებამ შეიძლება იმოქმედოს ნაყოფის ზრდაზე, ხოლო ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში შეღწევის შედეგად გამოიწვიოს ბრადიკარდია, სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაქვეითება და ჰიპოგლიკემია. მიუხედავად იმისა, რომ მეტოპროლოლი თერაპიული დოზით მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში და ნაყოფზე ბეტა-ბლოკატორული ეფექტის ალბათობა დაბალია, ჩვილი მაინც საჭიროებს გულდასმით გამოკვლევას (შესაძლებელია ბრადიკარდია). გაიარეთ ექიმის კონსულტაცია ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების მიღების წინ, თუ თქვენ ორსულად ხართ ან ბავშთს ძუძუს აჭმევთ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ბავშვი
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. გინეკოლოგია 2. ორსულობა 3. ექიმთა და ფარმაცევტთა კლუბი