იცით აბილიფაის რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აბილიფაის გვერდითი მოვლენებია: შემთხვევათა 1-10%-ში პრეპარატებს ახასიათებს შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, ტაქიკარდია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – გულისრევა, უმადობა; ხშირად – დისპეპსია, ღებინება, შეკრულობა; ძვალკუნთოვანი სისტემის მხრივ: მიალგია, კრუნჩხვები; ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, ძილიანობა; თავბრუხვევა, ტრემორი, ექსტრაპირამიდული სინდრომი, ფსიქომოტორული აგზნება, დეპრესია, ნევროზულობა, ნერწყვის გამოყოფის გაძლიერება, სუიციდური აზრები, მანიაკალური აზრები, არამყარი სიარული, არეული აზროვნება, პასიური მოძრაობების გაძნელება; სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, პნევმონია; მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: კონიუნქტივიტი, ყურების ტკივილი; შარდსასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეუკავებლობა; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: სხეულის მასის კლება; დერმატოლოგიური რეაქციები: კანის სიმშრალე, ქავილი, ოფლიანობა, კანის დაწყლულება; იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი და ჭინჭრის ციება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები