იცით ადვაგრაფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადვაგრაფის გვერდითი მოვლენებია: ძირითადი დაავადების თავისებურებებთან და ტრანპალანტაციის შემდგომ ერთდროულად გამოყენებული პრეპარატის დიდ რაოდენობასთან დაკავშირებით, იმუნოდეპრესანტების არასასურველი გამოვლენის პროფილის ზუსტი დადგენა რთულია.  ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების უმეტესობა შექცევადია დოზის დაქვეითებისას. პერორალური მიღებისას, არასასურველი რეაქციების სიხშირე უფრო ნაკლებია, ვიდრე ინტრავენური შეყვანისას. ქვემოთ მოყვანილია განვითარების სიხშირიდან გამომდინარე რეაქციები: ძალიან ხშირი(> 1/10); ხშირი(> 1/100, < 1/10); არც ისე ხშირი (> 1/1000, < 1/100); იშვიათი (> 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი (> 1/10000), უცნობი (რომელთა სიხშირის დასადგენად არ არის საკმარისი მონაცემები).  გული ხშირი: იშემიური კორონარული დარღვევები, ტაქიკარდია.  არც ისე ხშირი: პარკუჭოვანი არითმიები და გულის გაჩერება, გულის უკმარისობა, კარდიომიოპათია, პარკუჭების ჰიპერტროფია, სუპრავენტრიკულური არითმიები, გულისცემის გახშირება, ეკგ-ს პარამეტრების ცვლილებები, გულის შეკუმშვის და პულსაციის სიხშირის და რითმის დარღვევა.  იშვიათი: პარიკარდიალური ექსუდატი.  ძალიან იშვაითი: ელექტროკარდიოგრამის ანომალური მაჩვენებელები სისხლი და ლიმფური სისტემა ხშირი: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი,  არც ისე ხშირი: კოაგულოპათია, კოაგულოგრამის მაჩვენებლების გადახრები, პანციტოპენია, ნეიტროპენია.  იშვიათი: თრომბული თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰიპოპროთრომბინემია.  ნერვული სისტემა: ძალიან ხშირი: ტრემორი, თავის ტკივილი ხშირი: ეპილეფსიური შეტევები, ცნობიერების დარღვევა, პარესთეზია და დიესთეზია, პერიფერიული ნევროპათია, თავბრუსხვევა, კალიგრაფიის დარღვევა, ნერვული სისტემის დარღვევები.  არც ისე ხშირი: კომა, სისხლჩაქცევა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, დამბლა და პარეზი, ენცეფალოპათია, მეტყველების და არტიკულაციის დარღვევა, ამნეზია.  იშვაითი: კუნთების ტონუსის მომატება ძალიან იშვიათი: მიასთენია.  მხედველობის ორგანო: ხშირი; მხედველობის დაბინდვა, ფოტოფობია, თვალის დაავადება არც ის ხშირი: კატარაქტა იშვიათი: სიბრმავე.  სმენის და ვესტიბულარული აპარატი: ხშირი: შუილი ყურებში არც ისე ხშირი: სმენის დაქვეითება იშვიათი: ნეიროსენსორული სიყრუე ძალიან იშვიათი: სმენის დარღვევა სასუნთქი სისტემა და შუასაყარის ორგანოები ხშირი: ქოშინი, ფილტვისმიერი პარენქიმული დარღვევები, პლევრული ექსუდატი, ფარინგიტი, ხველა, ცხვირის გაგუდვა, რინიტი. არც ისე ხშირი: სუნთქვის უკმარისობა., სასუნთქი გზების დარღვევები, ასთმა იშვიათი: მწვავე რესპირატორული დისტრესს-სინდრომი. კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები: ძალიან ხშირი: დიარეა, გულისრევა ხშირი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, კუჭ-ნაწლავის წყლულები და პერფორაცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენები, სტომატიტი და პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება, ასციტი, ღებინება, კუჭ-ნაწლავის და აბდომინალუირ ტკივილი, დისპეფსია, ყაბზობა, მეტეორიზმი, შებერილობის შეგრძნება, თხიერი განავალი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევები. არც ისე ხშირი: პარალიზური ნაწლავური გაუვალობა (პარალიზური ილეუსი), პერიტონიტი, მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი, სისხლში ამილაზის დონის მომატება, გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადება, ევაკუატორული ფუნქციის დარღვევა იშვიათი: სუბილეუსი, პანკრეასული ფსევდოკისტები თირკმელები და საშარდე გზები: ძალიან ხშირი: თირკმლის ფუნქციის დარღვევა ხშირი: თიკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ოლიგურია, მწვავე არხოვანი ნეკროზი, ტოქსიკური ნეფროპათია, საშარდე სინდრომი, საშარდე ბუშტის და ურეთრის ფუნქციის დარღვევები.  არც ისე ხშირი: ანურია, ჰემოლიზური ურემიული სინდრომი ძალიან იშვიათი: ნეფროპათია და ჰემორაგიული ცისტიტი.  კანი და კანქვეშა ქსოვილი: ხშირი: ქავილი, გამონაყარი, ალოპეცია, აკნე, ჰიპერჰიდროზი არახშირი: დერმატიტი, ფოტოსენსიბილიზაცია იშვიათი: ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) ძალიან იშვიათი: სტივენს-ჯონსის სინდრომი ძვალ-კუნთოვანი სისტემა და შემაერთებელი ქსოვილი: ხშირი: ართრალგია, კუნთოვანი სპაზმები, ტკივილი კიდურებში, ზურგის ტკივილი.  არც ისე ხშირი: სახსრების დარვევვები ენდოკრინული სისტემა: იშვიათი: ჰირსუიტიზმი მეტაბოლიზმი და კვება: ძალიან ხშირი: ჰიპერგლიკემია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერკალიემია,  ხშირი: ჰიპომაგნიემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოკალციემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოვოლემია, ჰიპერურიკემია, მადის დაქვეითება, ანორექსია, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერქოლესტერიმენია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ელექტროლიტური დარღვევები.  არც ისე ხშირი: გაუწყლოვნება, ჰიპოპროტეინემია, ჰიპერფოსფატემია, ჰიპოგლიკემია. იმუნური სისტემა  (ინფექციები და ინვაზიები): ტაკროლიმუსით, ისევე, როგორც სხვა იმუნოდეპრესანტებით მკურნალობის ფონზე, იზრდება ადგილობრივი და გენერალიზებული ინფექციური დაავადებების რისკი (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული). შეიძლება გაუარესდეს მანამდე დიაგნოსტირებული ინფექციური დაავადებები. იმუნოსუპრესიული მკურნალობის, მათ შორის ადვაგრაფის მკურნალობის ფონზე გამოვლინდა BK ვირუსთან ასოცირებული ნეფროპათიის, ასევე ჟჩ ვირუსთან ასოცირებული პროგრესირებადი მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის შემთხევევები.  ტრავმები, მოწამვლა, პროცედურების გართულება ხშირი: ტრანსპლანტატის პირველადი დისფუნქცია კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და არაიდენტიფიცირებული ახალწარმონაქმნები; იმუნოსუპრესიულ მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს გააჩნიათ ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების შედარებით მაღალი რისკი. ტაკროლიმუსის გამოყენებისას აღინიშნა როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი ახალწარმონაქმების განვითარების რისკი, მათ შორის ეპშტეინ-ბარის ვირუსთან ასოცირებული ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების და კანის კიბოს განვითარების რისკი.  სისხლ-ძარღვთა სისტემა: ძალიან ხშირი: არტერიული ჰიპერტენზია ხშირი: სისხლდენა, თრომბოემბოლიური და იშემიური გართულებები, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, არტერიული ჰიპოტენზია. არც ისე ხშირი: ინფარქტი, კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი, შოკი.  ზოგადი ხასაითის დარღვევები და გართულებები: ხშირი: ასთენია, ცხელება, შეშუპება, ტკივილი და დისკომფორტი, სისხლში ტუტე ფოსფატაზის მომატება, სხეულის წონის მატება, სხეულის ტეპერატურის შეგრძნების დარღვევა.  არატიპიური: პოლიორგანული უკმარისობა, გრიპისმაგვარი სინდრომი, გარემოს ტემპერატურის მიმღებლობის დარღვევა, მკერდის არეში ზეწოლის შეგრძნება, შფოთვის შეგრძნება, თვითშეგრძნების გაუარესება, სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მატება, სხეულის მასის კლება.  იშვიათი: წყურვილი, წონასწორობის დარღვევა(დაცემა), მკერდის არეში შებოჭვის შეგრძნება, მოძრაობის შეზღუდვა.  ძალიან იშვაითი: ცხიმოვანი ქსოვილის მასის გაზრდა.  იმუნური სისტემა (ალერგიული რეაქციები) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტაკროლიმუსს, აღინიშნებოდა ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები