იცით ადპორტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ადპორტის გვერდითი მოვლენებია: სხვა შესაძლო უკუჩვენება. ზოგადი უკუჩვენება შესაძლებელია აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1 პაციენტს: – გაზრდილი სისხლის წნევა – კანკალი, თავის ტკივილი, ძილის პრობლემები – ფაღარათი, გულისრევა -თირკმელების პრობლემა – გაზრდილი შაქარი სისხლში, დიაბეტი, კალიუმის გაზრდილი რაოდენობა სისხლში. ზოგადი გვერდითი მოვლენები შესაძლებელია, აღენიშნოს 10 პაციენტიდან 1 პაციენტს. – შემცირებული სისხლის უჯრედების რაოდენობა (თრომბოციტები, წითელი, ან თეთრი სისხლის უჯრედები); ლეიკოციტების გაზრდილი რაოდენობა, წითელი უჯრედების რაოდენობრივი ცვლილება. გულსისხლძარღვებში სისხლის ნაკადის შემცირება. ზედმეტად სწრაფი გულისცემა, სისხლდენა, სისხლძარღვთა ნაწილობრივი, ან მთლიანი დაბლოკვა, შემცირებული სისხლის წნევა. – ცნობიერების დაკარგვა, წიწკვნა და  ხელებისა და ფეხების დაბუჟება (ზოგჯერ მტკივნეული). თავბრუსხვევა, წერის დაქვეითებული უნარი, ნერვიუსლი სისტემის აშლილობები, შიშის სიმპტომები, დაბნეულობა და ორიენტაციის დაკარგვა, დეპრესია, ხასიათის ცვალებადობა, კოშმარები, ჰალუცინაციები, გონებრივი აშლილობები. – ბუნდოვანი ხედვა, გაზრდილი მგრძნობელობა სინათლისადმი, თვალის დაავადება. -შიშინი – მძიმე სუნთქვა, ცვლილებები ფილტვებში, ფილტვებში სითხის ჩადგომა,  ანთებითი პროცესი ყელში, ხველება, გრიპის მსგავსი სიმპტომები. – ანთება, ან წყლული იწვევს მუცლის ტკვილს, ან ფაღარათს. – ანთებითი პროცესები, ან წყლულები პირის ღრუში, მუცელში სითხის ჩადგომა, პირღებინება, კუჭის ტკივილი, ფაღარათი, ყაბზობა, შებერილობა, ანთებითი პროცესები პირის ღრუში, კუჭის პრობლემები, ღვიძლის ფერმენტებისა, ან ღვიძლის ფუნქციების ცვლილება.  -ქავილი, სიმხურვალე, თმის ცვენა, მუწუკები დაყრა (აკნე), გაზრდილი ოფლიანობა. – შარდის ბუსტის ფუნქციის მოშლა, გაძნელებული, ან მტკივნეული შარდვა. -ტკვილი სახსრების, ხელების, ფეხების, ან ზურგის არეში, კუნთების სპაზმი. -მაგნიუმის, ფოსფატის, კალიუმის, ან ნატრიუმის შემცირება სისხლში, ზედმეტი სითხის დაგროვება ორგანიზმში, შარდმჟავის ფაზრდა და ცხიმების დაგროვება (ლიპიდები) სისხლში, დაქვეითებული მადა, გაზრდილი  მჟაობა სისხლში, ასევე, სხვა ცვლილებები მარილის შემცველობაში, რაც უკავშირდება სისხლს. – საერთო სისუსტე, შარდის შეკავება, ტკივილი და დისკომფორტი, ფოსფატის ტუტე ფერმენტის გაზრდა სისხლში, წონის მომატება,  სხეულის ტეპერატურის ცვალებადობა, რასაც ადგილი აქვს მაშინ, როდესაც პაციენტი იღებს ამგვარი ტიპის მედიკამენტს, ძალიან მცირე რაოდენობის პაციენტებს, რომლებსაც მიღებული აქვთ ტაკროლიმუსი, აღენშნებათ ისეთი პრობლემები, რომლის შედეგიც არის ლიმფური ქსოვილებისა და კანის კიბო. -ტრანსპლანტირებული ორგანოს ცუდი ფუნქციონირება. უჩვეულო (არადამახასიათებელი) უკუჩვენება შესაძლებელია აღენიშნოს 100 პაციენტიდან 1 პაციენტს: – ცვლილებები სისხლში, სისხის შედედება, სისხლის უჯრედების რიცხვის შემცირება, გულის მუშაობის შეფერხება, გულის კუნთის მუშაობის მოშლა, გადიდებული გულის კუნთი, გულის ფრიალი, არანორმალურიEEKG, პულსის უფუნქციობა  და გულის ფეთქვა, სისხლის შედედება ხელებისა და ფეხების ვენებში. – ტვინში სისხლის ჩაქაცევა, პრობლემა ტვინში, ენისა და მეტყველების დარღვევა, მახსოვრობის პრობლემები – შუქშეუღწევადი თვალის ლინზები (ბადურა) – გაუარესებული სმენადობა – მძიმე სუნთქვა, სასუნთქი ტრაქტის მოშლა, ასტმა. -კუჭ-ნაწლავის მუშაობის გაუარესება, მწვავე ტკივილი ზედა მუცლის არეში. ფერმენტების გაზრდა სისხლში, მჭავიანობა, კუჭ-ნაწლავის დაცლის შეფერხება (გაუვალობა). – შარდის გაძნელება, ტკივილი მენსტრუალური ცილის დროს. – დერმატიტი, კანის წვა მზის სხივებზე. – სახსრების ტკივილი. – დეჰიდრატაცია, შემცირებული პროტეინი, ან შაქარი სისხლში, გაზრდილი მგრძნობელობა სიცხისა და სიცივის მიმართ. სიმძიმის განცდა გულ-მკერდის არეში, დაძაბულობის გრძნობა, გაზრდილი ლაქტატდეჰიდროგენაზის ფერმენტი სისხლში, წონის დაკარგვა. იშვიათი უკუჩვენება შესაძლებელია აღენიშნოს 1, 000 პაციენტიდან 1 პაციენტს.  – მცირე სისხლდება, რომელიც გამოწვეულია სისხლის შედედებით, სითხის დაგროვება გულის არეში. – გაზრდილი კუნთების დაჭიმულობა  – სიბრმავე – სიყრუე – გაძნელებული სუნთქვა-უჰაერობა – ნაწლავების მუშაობის ნაწილობრივი შეჩერება, სიმსივნის წარმოქმნა პანკრეასში, სისხლის ნაკადის შემცირება ღვიძლში. – თმის ზრდა (გათმიანება) – წყურვილი, დაცემა (ბარბაცი), მობილობის გაუარესება, ტკივილი.  ძალიან იშვიათი უკუჩვენება, რომლებიც შესაძლებელია აღენიშნოს 10 000 პაციენტიდან 1 პაციენტს. – კარგიოგრამის გადაღების შემდეგ ცუდი კარდიოგრამის სურათი-ექოკარგიოგრამა. – კუნთების სისუტე – ღვიძლის პრობლემა, ნაღვლის ბუშტის შევიწროება – ცხიმის გაზრდილი რაოდენობა. არსებობს ისეთი შემთხვევები, რომლებსაც ეწოდებათ წითელი უჯრედების აპლაზია (ძალიან სერიოზულად შემცირდა წითელი სისხლის უჯრედები). აგრანულოციტოზი  (თეთრი სისხლის უჯრედების სერიოზული შემცირება) და ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, რომელიც გამოწვეულია პათოლოგიური რღვევებით) დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ თქვენ არგენიშნათ რაიმე უკუჩვენება, მაგალითად, ისეთი უკუეჩვენება, რომელიც შესაძლებელია არ ეწეროს ზემოთ აღნიშნული პრეპარატის ინსტრუქციაში. თვითნებურად არ მიიღოთ აღნიშნული პრეპარატი თქვენი მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები