იცით ავონექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ავონექსის გვერდითი მოვლენებია: გრიპისმაგვარი სიმპტომები – თავის ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება. ამ სიმპტომების თავიდან ასაცილებლად ექიმის რჩევით შესაძლებელია არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალებების მიღება ავონექსის ინექციამდე და მის შემდეგ ყოველ 6 საათში ერთხელ 24 საათის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელება აუცილებელია, სიმპტომები თანდათან გაქრება. იშვიათად თავს იჩენს სიწითლე და მტკივნეულობა ინექციის ადგილას, მადის დაქვეითება, წამოხურვება, სახსრების ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, თავბრუხვევა, უძილობა, დიარეა, თმის ცვენა, გამონაყარი კანზე, ნევროზული მდგომარეობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰეპატიტი, გულმკერდის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ტაქიკარდია. კიდევ უფრო იშვიათად აღინიშნება მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც ექიმის დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს. გამორიცხული არ არის, განვითარდეს კუნთების სისუსტე და/ან სპასტიკურობა. მას ხშირად მიაკუთვნებენ გრიპისმაგვარ სინდრომს და უმეტესად მკურნალობის საწყის პერიოდში აღინიშნება, მერე კი თანდათან იკლებს. მკურნალობის დასაწყისში ასევე მოსალოდნელია გულის წასვლის ერთეული ეპიზოდი ინტერფერონ ბეტა-1ა-ს ინექციის შემდეგ. ინტერფერონებით მკურნალობა ზოგჯერ იწვევს გვერდით მოვლენებს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ. მოსალოდნელია თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება და სხვა ცვლილებები სისხლში. ძალზე იშვიათად აღინიშნება გულის უკმარისობა – კარდიომიოპათია, ართრიტი, ჩიყვი (ჰიპო – და ჰიპერთირეოზი), ემოციური არასტაბილურობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები