იცით აზალეპტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზალეპტინის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები: ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ცენტრალური გენეზის ტემპერატურის მომატება, გულისწასვლა, აჟიტაცია, აკატიზია, გონების არევა; იშვიათად – ექსტრაპირამიდული დარღვევები (აკინეზია ან ჰიპოკინეზია, კუნთების რიგიდობა, ტრემორი), უძილობა, ძილის დარღვევა, დეპრესია, ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი (კრუნჩხვა, სუნთქვის გაძნელება ან ტაქიპნოე, ტაქიკარდია ან არითმია, სხეულის ტემპერატურის მომატება, არასტაბილური არტერიული წნევა, ჭარბი ოფლიანობა, უნებლიე შარდვა, კუნთების გამოხატული რიგიდობა, კანის საფარველის სიფერმკრთალე, გადამეტებული დაღლილობის შეგრძნება და სისუსტე), ეპილეპტიური გულყრა, გვიანი დისკინეზია, შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეკავება, პოტენციის დაქვეითება. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: წონის მომატება; საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: მიასთენია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ჰიპერსალივაცია, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, პირის სიმშრალე. სისხლწარმომქმნელი ორგანოთა სისტემის მხრივ: გრანულოციტოპენია აგრანულოციტოზამდე (აგრანულოციტოზის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს გრიპის მსგავსი სიპტომები: შემცივნება, ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანის და ღრძილების ანთება; ძნელად შეხორცებადი ჭრილობები, ფურუნკულოზი, ინფექციის ქრონიკული და ლატენტური კერების გამწვავება – ტონზილიტი, პერიოსტიტი, პიოდერმია), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. გრძნობათა ორგანოების მხრივ: აკომოდაციის დარღვევა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება (მათ შორის, ორთოსტატული ჰიპოტენზია), იშვიათად – არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, ეკგ-ზე T კბილის გაბრტყელება. სხვა: მომატებული ოფლიანობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები