იცით აზარგა თვალის წვ.ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზარგას თვალის წვ. გვერდითი მოვლენებია: არასასურველი ეფექტები: უსაფრთხოების პროფილის შეჯამება ორ კლინიკურ კვლევაში 6 და 12 თვიანი ხანგრძლივობით, 394 პაციენტის ჩათვლით, რომლებიც მკურნალობენ აზარგას თვალის წვეთებით, სუსპენზიით ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქცია იყო ტრანზიტორული დაბინდული მხედველობა ჩაწვეთებისას (3.6%), რომელიც გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე.   გვერდითი რეაქციების ტაბულირებული შეჯამება შემდგომი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია შემდეგი მდგომარეობის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი(≥1/100-<1/10), არახშირი (≥1/1,000-,1/100), იშვიათი (≥1/10,000-<1/1,000), ან ძალიან იშვიათი (<1/10,000). ჩასასმელია ცხრილი. შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა: დისგეზია (მწარე ან უცნაური გემო პირში ჩაწვეთების შემდეგ) ხშირად აღწერილი იყო სისტემური გვერდითი რეაქცია აზარგას თვალის წვეთებთან დაკავშირებულ კლინიკურ კველვებში. ეს სავარაუდოდ გამოწვეულია თვალის წვეთების პასაჟით ცხვირ-ხახაში ნაზოლაკრიმალურ არხში და დამახასიათებელია ბრინზოლამიდისთვის. ნაზოლაკრიმალური ოკლუზია ან ქუთუთოს ფრთხილი დახურვა ინსტილაციის მერე შეიძლება ამცირებდეს ამ ეფექტის გაჩენას.  აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია შეიცავს ბრინზოლამიდს, რაც სულფონამიდის ინჰიბიტორია კარბონის ანჰიდრაზისა სისტემური აბსორბციით. გასტროინტესტინალური, ნერვული სისტემის, ჰემატოლოგიური, რენალური და მეტაბოლური ეფექტები ჩვეულებრივ დაკავშირებულია სისტემურ კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან. გვერდითი რეაქციების იგივე ტიპი რაც ახასიათებს კარბონის ანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან შეიძლება გაჩნდეს ადგილობრივი მიღებისას.   აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია შეიცავს ბრინზოლამიდს და თიმოლოლს (თიმოლოლის მალეატის სახით). დამატებითი გვერდითი რეაქციები დაკავშირებულია ინდივიდუალურ კომპონენტებთან. პოსტმარკეტინგული გამოცდილება, რომელიც შეიძლება გაჩნდეს აზარგას თვალის წვეთების, სუსპენზიის, გამოყენებისას მოიცავს: ჩასასმელია ცხრილი  პედიატრიული პაციენტები აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ბავშვებში გამოსაყენებლად უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემების ნაკლებობის გამო.  

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები