იცით აზარექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

აზარექსის გვერდითი მოვლენებია: ზოგადი ინფორმაცია არასასურველი მოვლენების პროფილის შესახებ კლინიკურ კვლევებში 1680 პაციენტის მონაწილეობით, დოზირების რეჟიმი შეადგენს 1-4 წვეთს დღეში, თერაპიის კურსის ხანგრძლივომბამ შეადგინა მაქსიმუმ 4 თვე, ოლოპატადინის გამოყენება ხდებოდა როგორც მონოთერაპიის სახით, ისე ლორატიდინის 10 მგ-თან კომბინაციაში. არასასურველი მოვლენების საერთო სიხშირე შეადგენდა 4.5%-ს, კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის შეწყვეტა აღინიშნა 1.6%-ში. კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას არ დაფიქსირებულა სერიოზული არასასურველი მოვლენები როგორც მხედველობის ორგანოების, ასევე მთლიანად ორგანიზმის მხრივ. მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია იყო თვალში დისკომფორტი, ეს მოვლენა აღინიშნა პაციენტების 0.7%-ში.  არასასურველი მოვლენები ქვემოთ აღნიშნული არასასურველი მოვლენები აღინიშნა კლინიკური კვლევების და პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისას და კლასიფიცირებულია შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 – <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000 – <1/100), იშვიათი (≥1/10,000 – <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), სიხშირე უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე). ყოველ ჯგუფში არასასურველი მოვლენები ჩამოთვლილია სიმწვავის კლების მიხედვით.  ინფექციური დარღვევები ნაკლებად ხშირი: რინიტი დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ სიხშირე უცნობია: მომატებული მგრძნობელობა, სახის შეშუპება დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ხშირი: თავის ტკივილი, დისგევზია ნაკლებად ხშირი: თავბრუსხვევა, ჰიპესთეზია სიხშირე უცნობია: ძილიანობა დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ ხშირი: თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, “მშრალი თვალის” სინდრომი, თვალში უჩვეულო შეგრძნება.  ნაკლებად ხშირი: რქოვანას ეროზია, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტი, წერტილოვანი კერატიტი, კერატიტი, რქოვანას დეფექტში პიგმენტის დაგროვება დიაგნოსტიკური სინჯების ჩატარებისას, თვალიდან გამონადენი, თვალის ქავილი, კონიუნქტივას ფოლიკულოზი, დარღვევები კონიუნქტივის მხრივ, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ცრემლდება, ქუთუთოების ერითემა, ქუთუთოების შეშუპება, დარღვევები ქუთუთოების მხრივ, კონიუნქტივალური ინექცია.  სიხშირე უცნობია: რქოვანას შეშუპება, კონიუნქტივას შეშუპება, კონიუნქტივიტი, მიდრიაზი, მხედველობის ფუნქციის დარღვევა, ქერქები ქუთუთოების კიდეებზე.  დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ ხშირი: ცხვირის სიმშრალე სიხშირე უცნობია: დისპნოე, სინუსიტი.  დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სიხშირე უცნობია: გულისრევა, ღებინება.  დარღვევები კანის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ ნაკლებად ხშირი: კონტაქტური დერმატიტი, კანის წვის შეგრძნება, კანის სიმშრალე სიხშირე უცნობია: დერმატიტი, ერითემა.  ზოგადი დარღვევები ხშირი: მომატებული დაღლილობა.  სიხშირე უცნობია: ასთენია, სისუსტის შეგრძნება.  ძალიან იშვიათ შემთხვევებში ფოსფატის შემცველი წვეთების გამოყენებისას რქოვანას მნიშვნელოვანი დაზიანების მქონე პაციენტებში განვითარდა რქოვანას კალციფიკაცია. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები