იცით ალზეპილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ალზეპილის გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატმა, ალზეპილმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.  ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.  ძალიან ხშირი (10-დან 1-10 პაციენტში): დიარეა, გულისრევა, თავის ტკივილი. ხშირი (100-დან 1-10პაციენტში): გაციება, ანორექსია (მადის დაკარგვა), ჰალუცინაციები, აგზნებადობა, აგრესიული ქცევა (ჰალუცინაციები, აგზნებადობა და აგრესიული ქცევა ქრება დოზის შემცირების ან დონეპეზილის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ), გულისწასვლა, თავბრუსხვევა, უძილობა (გართულებული დაძინება), გულისრევა, აშლილობები კუჭის მხრიდან, გამონაყარი კანზე, ქავილი, კუნთების სპაზმი, შარდის შეუკავებლობა, გადაღლა, ტკივილი, უბედური შემთხვევა. არახშირი (100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კრუნჩხვითი გულყრა, ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის წყლული, ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება (სისხლის პლაზმაში კუნთოვანი კრეატინკინაზის მცირე მომატება). იშვიათი (1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ექსტრაპირამიდული სიმპტომები (კანკალი, სახის, ენის ან კიდურების უნებლიე მოძრაობა ან შებოჭვა), სინო-ატრიული ბლოკადა, გულის არითმია (გულის ბლოკადა), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ჰეპატიტი (ღვიძლის ინფექციური დაზიანება). მძიმე გვერდითი ეფექტების ან ისეთი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები