იცით ამარილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამარილის გვერდითი მოვლენებია: ცვლის პროცესების მხრივ: ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის შესაძლო ნიშნები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შიმშილის გრძნობა, გაძლიერებული ოფლიანობა, ტრემორი, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი გულის არეში, არითმიები, გულისრევა, ღებინება, შფოთვა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, ყურადღების კონცეტრაციის დარღვევა, ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის დაქვეითება, აპათია, დეპრესია, ძილიანობა, მეტყველების დარღვევა, აფაზია, მხედველობის დარღვევა, მგრძნობელობის დარღვევა, პარეზები, ცენტრალური გენეზის კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და გონების დაკარგვა კომაში ჩავარდნამდე, ზედაპირული სუნთქვა და ბრადიკარდია. ჰიპოგლიკემიის მძიმე შეტევის კლინიკური სურათი წააგავს თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევის სურათს. ყველა აღწერილი ნიშანი თითქმის ყოველთვის ქრება ჰიპოგლიკემიის ნიველირების შემდეგ. მხედველობის ორგანოს მხრივ: მკურნალობის დროს (განსაკუთრებით მის დასაწყისში) შეიძლება აღინიშნოს სისხლში შაქრის დონის ცვლილებით გამოწვეული მხედველობის ტრანზიტორული დარღვევები. კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის მხრივ: ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, პირღებინება, ეპიგასტრიუმში სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, იშვიათ შემთხვევებში – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ამაღლება, ქოლესტაზი, სიყვით¬ლე, ჰეპატიტი (ღვიძლის უკმარისობის განვითარებამდე). სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად შესაძლოა განვითარდეს თრომბოციტოპენია, გამონაკლის შემთხვევებში – ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია ან ერითროციტოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია (მიელოსუპრესიის შედეგად). ალერგიული რეაქციების მხრივ: ზოგჯერ შესაძლოა აღინიშნოს ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე. ამგვარი რეაქციები, როგორც წესი, ზომიერად გამოხატულია, მაგრამ შესაძლოა მოხდეს პროგრესირებაც და თან დაერთოს არტერიული წნევის დაწევა, დისპნოე, ანაფილაქსიური შოკის განვითარებამდე. ჭინჭრის ციების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს. სხვა გვერდითი მოვლენები: გამონაკლის შემთხვევებში – ალერგიული ვასკულიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, სისხლის შრატში ნატრიუმის დონის დაქვეითება. თუ ავადმყოფი შეამჩნევს ზემოთ ჩამოთვლილ გვერდითი მოვლენებს მან რჩევა უნდა ჰკითხოს მკურნალ ექიმს. გამომდინარე იქიდან, რომ ცალკეულმა გვერდითმა მოვლენამ, როგორიცაა მძიმე ჰიპოგლიკემია, სისხლის სურათის მხრივ სერიოზული ცვლილებები, მძიმე ალერგიული რეაქციები, ღვიძლის უკმარისობა – შეიძლება გარკვეულ გარემოებაში ავადმყოფის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, ასევე არასასურველი ან მძიმე რეაქციების განვითარების შემთხვევაში ავადმყოფმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მათ შესახებ მკურნალ ექიმს და არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელოს პრეპარატის მიღება მისი რეკომენდაციის გარეშე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები