იცით ამლოვალტანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამლოვალტანის გვერდითი მოვლენებია: სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირად – ნაზოფარინგიტი, გრიპის მსგავსი სიმპტომები; ზოგჯერ – ხველება, ტკივილი ყელის ან ხორხის არეში. მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: იშვიათად – მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში; ზოგჯერ – ვესტიბულური აპარატის ფუნქციასთან დაკავშირებული თავბრუსხვევა. ცნს-სა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი; ზოგჯერ – თავბრუსხვევა, ძილიანობა, ორთოსტატული თავბრუსხვევა, პარესთეზია; იშვიათად – შფოთვა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ – ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ორთოსტატული ჰიპოტენზია; იშვიათად – სინკოპალური მდგომარეობა, არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ზოგჯერ – დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, შეკრულობა, პირის სიმშრალე. დერმატოლოგიური რეაქციები: ზოგჯერ – გამონაყარი კანზე, ერითემა; იშვიათად – ჰიპერჰიდროზი, ჭინჭრის ცხელება, ეგზანთემა, ქავილი. ძვალ-სახსართა სისტემის მხრივ: ზოგჯერ – სახსრების შეშუპება, წელის ტკივილი, ართრალგია; იშვიათად – კუნთების სპაზმი, სიმძიმის შეგრძნება მთელ სხეულში. შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – პოლაკიურია, პოლიურია, შარდოვანას აზოტის მატება. სასქესო ორგანოთა მხრივ: ერექციული დისფუნქცია. სხვა: ხშირად – პასტოზურობა, სახისა და პერიფერიული შეშუპება, დაღლილობის შეგრძნება, სახის წამოხურება, ასთენია, სიცხის შეგრძნება. ალერგიული რეაქცია: იშვიათად – პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები