იცით ამლონორს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამლონორის გვერდითი მოვლენებია: ამლონორმა, სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები. ამლოდიპინი ჩვეულებრივ კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. არასასურველი ეფექტების გამოვლენის სიხშირე წარმოდგენილია შემდეგი სახით: ხშირად: 100 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 10-ზე ნაკლებში; არც ისე ხშირად: 1000 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 100-ზე ნაკლებში; იშვიათად: 10000 პაციენტიდან აღინიშნება უფრო ხშირად 1 პაციენტში, მაგრამ 1000-ზე ნაკლებში; ძალიან იშვიათად, მათ შორის სპორადიულად დაკვირვებული: გვხვდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში. ხშირად: პალპიტაცია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ღებინება, მუცლის ტკივილი, კანის სიწითლე, შეშუპება. არც ისე ხშირად: გულის რითმის დარღვევა, პარკუჭისებრი ტაქიკარდიის და წინაგულის ციმციმის ჩათვლით, ბრადიკარდია, მკერდუკანა ტკივილი, ცნობიერების დაკარგვა, ტაქიკარდია, პოზიციური თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა (ჰიპოტენზია), პერიფერიული ანემია, ლეიკოპენია, პურპურა, თრომბოციტოპენია, მგრძნობელობის დაქვეითება, პერიფერიული ნეიროპათია, ჰიპერესთეზია, ტრემორი, პირის ღრუს სიმშრალის შეგრძნება, მომატებული ოფლიანობა, სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, უძილობა, მომატებული ნერვული აღგზნებადობა, დეპრესია, ღამის კოშმარები, შფოთვა, პიროვნების დარღვევა, სექსუალური დარღვევები მამაკაცებში და ქალებში, მხედველობის დარღვევა, კონიუნქტივიტი, დიპლოპია, თვალის კაკლის ტკივილი, ხმაური ყურებში, უმადობა, ყაბზობა, დისპეფსია (საჭმლის მონელების დარღვევა), ფაღარათი, მეტეორიზმი, ღებინება, ღრძილების ჰიპერტროფია, ართრალგია, ართროზი, კუნთების სპაზმი და მიალგია, ზურგის ტკივილი, რიგიდულობა, ხუთვა, ცხვირიდან სისხლდენა, პოლაკიურია, შარდვის დარღვევა, შარდის შეუკავებლობა ღამით, ქავილი, გამონაყარი, ერიმატოზული გამონაყარი, ლაქისებრი-პაპულოზური გამონაყარი, ჰიპერგლიკემია, პოლიდიპსია, ალერგიული რეაქციები, სხეულის წონის გაზრდა, ცხელება, დაღლილობა. იშვიათად: აპათია, აღგზნებადობა, მომატებული მადა, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, არარეგულარული პულსი, ექსტრასისტოლია, ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა), გემოვნების მოშლა, ყნოსვის დარღვევა, შაკიკი, ამნეზია, აკომოდაციის დარღვევა, ქსეროფთალმია (თვალის სიმშრალის სინდრომი), გასტრიტი, თხევადი განავალი, კუნთების სისუსტე, კუნთების კანკალი, ტონუსის მომატება, ხველა, რინიტი, დიზურია (მტკივნეული და გართულებული შარდვა), პოლიურია (პოლაკიურია), კანის დეპიგმენტაცია, ალოპეცია, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე, დერმატიტი, ცივი და წებოვანი კანი. ძალიან იშვიათად: ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება (ღვიძლის ფერმენტების), სიყვითლე, ძირითადად ქოლესტაზური, გინეკომასტია. ზოგიერთ პაციენტში სამკურნალო პრეპარატი ამლონორის გამოყენებისას შესაძლოა გამოვლინდეს სხვა გვერდითი მოქმედებები. სხვა არასასურველი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები