იცით ამოქსიკლავს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამოქსიკლავის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება გამოიყენებოდა შემდეგი კატეგორიები არასასურველი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიკაციისთვის: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 – < 1/10), არახშირი (≥ 1/1000 – < 1/100), იშვიათი (≥ 1/10 000 – < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10 000), უცნობი სიხშირის (შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემებით არ არის შესაძლებელი).  პრეპარატის მიღებაზე ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია: დიარეა, გულისრევა და ღებინება. ინფექციური და პარაზიტარული დაავადებები  ხშირი: კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი. უცნობი სიხშირის: არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი გამრავლება. დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ  იშვიათი: შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით), თრომბოციტოპენია. უცნობი სიხშირის: შექცევადი აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, სისხლდენისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ უცნობი სიხშირის: ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, შრატის მაგვარი სინდრომი, ჰიპერმგრძნობელობის ვასკულიტი. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ არახშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. უცნობი სიხშირის: კრუნჩხვები. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ხშირი: დიარეა. არახშირი: გულისრევა, ღებინება, მოუნელებლობა. უცნობი სიხშირის: ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი (ფსევდომემბრანოზული კოლიტისა და ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით, იხ. "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები"). დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ არახშირი: ასტ და/ან ალტ დონეების მომატება (ზომიერი მომატება აღნიშნულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას ბეტა-ლაქტამების კლასის ანტიბიოტიკებით, თუმცა ამ დაკვირვებების მნიშვნელობა უცნობია). უცნობი სიხშირის: ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე (ეს არასასურველი მოვლენები აღინიშნებოდა სხვა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების გამოყენების ფონზე, იხ. "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები"). დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ  კანის ნებისმიერი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში მკურნალობას წყვეტენ (იხ. "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები"). არახშირი: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება. იშვიათი: მულტიფორმული ერითემა. უცნობი სიხშირის: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური ექსფოლიატური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეგზანტემატოზური პუსტულოზი (მგეპ) (იხ. "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები"). დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ უცნობი სიხშირის: ინტერსტიციული ნეფრიტი, კრისტალურია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები