იცით ამოქსიცილინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამოქსიცილინის გვერდითი მოვლენებია: ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია ჭინჭრის ციება, კანის ჰიპერემია, ერითემა, ანგიონევროზული შეშუპება, რინიტი, კონიუნქტივიტი; იშვიათად – ცხელება, ტკივილი სახსრებში, ეოზინოფილია, ექსფოლიატური დერმატიტი, პოლიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი; შრატის დაავადებასთან შეთავსებადი რეაქციები; ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური შოკი. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისბაქტერიოზი, გემოვნების ცვლილება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, სტომატიტი, გლოსიტი, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის ზომიერი მომატება, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი. ნერვული სისტემის მხრივ: აგზნება, შფოთვა, უძილობა, ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, ქცევის ცვლილება, დეპრესია, პერიფერიული ნევროპათია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვითი რეაქციები. ლაბორატორიული მაჩვენებლები: ლეიკოპენია, ნეითროპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ანემია. სხვა: სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, საშოს კანდიდოზი, სუპერინფექცია (განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსა და ორგანიზმის დაქევითებული რეზისტენტობისას).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები