იცით ამოქსი–დენკ 1000ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამოქსი–დენკ 1000-ის გვერდითი მოვლენებია: ისევე როგორც, სხვა წამლებს ამოქსი-დენკი 1000 –ის გამოყენების შედეგად შესაძლოა განვითარდეს გვერდითი მოვლენები. თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ ეს დამახასიათებელია ყველა პაციენტისათვის.  გვერდითი ეფექტის გამოვლენის სიხშირე მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში: ჩასსამელია ცხრილი გვერდითი რეაქციები: ინფექციები ხანგრძლივმა და/ან განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სუპერინფექციები და რეზისტენტული ბაქტერიების ან სოკოების კოლონიზაცია.  ჰემატოლოგია ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პროტრომბინის დროის და სისხლდენის გახანგრძლივება, თრომბოციტოპენიური პურპურა, (ჰემოლიზური) ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ეოზინოფილია.  ნერვული სისტემა აღგზნებადობა ან თავბრუსხვევა, შიში, უძილობა, დაბნეულობა, გულყრები.  კუჭ-ნაწლავის სისტემა კუჭ-ნაწლავის დარღვევები ძალიან ხშირად ვითარდება და დოზა-დამოკიდებულია. შესაძლებელია განვითარდეს: კუჭის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, თხიერი განავალი, დიარეა, გემოს შეგრძნების დაქვეითება, სტომატიტი, კბილების ფერის შეცვლა (ბავშვებში) და ფსევდომემბრანოზული კოლიტი.  ღვიძლი და სანაღვლე გზები  ტრანსამინაზების მომატება, ღვიძლის დისფუნქცია, ქოლესტაზი სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე, ჰეპატიტი.  კანისა და ალერგიული რეაქციები ხშირად ვლინდება კანის ალერგიული რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი, ქავილი და ურტიკარია. შესაძლოა განვითარდეს ისეთი ანაფილაქსიური რეაქციები, როგორიცაა თავისა და კისრის მიდამოების შეშუპება (მაგალითად კვინკეს დაავადება), ალერგიული შოკი, კანის მწვავე რეაქციები (ექსფოლიაციური დერმატიტი, ლაილის სინდრომი) და სხვა ალერგიული დაავადებები (შრატის დაავადება, ჰემოლიზური ანემია, ალერგიული ვასკულიტი, ნეფრიტი). თირკმელები და ქვედა საშარდე სისტემა მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა კრისტალურიასთან ერთად. სიფრთხილის ზომები გვერდითი მოვლენების დროს ზოგიერთი ზემოაღნიშნული მოვლენა შეიძლება გამოვლინდეს სიცოცხლისთვის საშიში ფორმით. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საჭიროა მიემართოს მკურნალ ექიმს.  ფსევდომემბრანოზული კოლიტი: აღნიშნულ ნაწლავურ ანთებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ამოქსი-დენკ 1000 მიღება და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. არ შეიძლება პერისტალტიკის დამაინჰიბირებელი პრეპარატების გამოყენება.  მწვავე ალერგიული რეაქცია (მაგ. ანაფილაქსია): მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. გადაუდებელი დახმარება უნდა ჩატარდეს სასწრაფოს ექიმის მიერ. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშულ ინსტუქციაში აღწერილი უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები