იცით ამპიბაქტს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამპიბაქტის გვერდითი მოვლენებია: ამპიბაქტი, როგორც წესი, კარგად აიტანება. გამოვლენილია აღნიშნული გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი კუნთში ინექციის ადგილზე – 16% ტკივილი ვენაში ინექციის ადგილზე – 3% თრომბოფლებიტი – 3% სისტემური რეაქციები: ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენა იყო – პაციენტების 3%-ში დიარეა და პაციენტების 2%-ზე ნაკლებ შემთხვევაში გამონაყარი. დამატებითი სისტემური გვერდითი მოვლენები აღწერილი იყო პაციენტების 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში: ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ქავილი, გულისრევა, ღებინება, კანდიდოზი, დაღლილობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, მეტეორიზმი, მუცლის შებერვა, გლოსიტი, შარდის შეკავება, დიზურია, შეშუპება, სახის შეშუპება, ერითემა, გამონაყარი, შებოჭვის შეგრძნება ყელის არეში, ტკივილი მკერდის ძვლის არეში, ცხვირიდან სისხლდენა და სხვა ლორწოვანი გარსებიდან სისხლდენა. პედიატრიულ პაციენტებში: უსაფრთხოების არსებული მონაცემებით ბავშვებში გამოვლენილია იგივე სახის გვერდითი მოვლენები, როგორც მოზრდილ პაციენტებში. დამატებითი გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში პაციენტებმა უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები