იცით ამპრილანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამპრილანის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატიული ჰიპოტენზია, ორთოსტატიული კოლაფსი, ტაქიკარდია, იშვიათად – არითმია, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი.  შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: თირკმლის უკმარისობის სიმპტომების განვითარება, ან გაძლიერება, პროტეინურია, შარდის მოცულობის შემცირება, ლიბიდოს დაქვეითება. ცნს მხრივ: თავის ტვიინის იშემია, ინსულტი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუტე, ძილიანება, პარესთეზიები, ნერვული აგზნებადობა, შფოთვა, ტრემორი, კუნთების სპაზმი, ხასიათის ცვლილება, მაღალი დოზების მიღებისას – უძილობა, შფოთვა, დეპრესია, ცნობიერების არევა, გულის წასვლა.  გრძნობათა ორგანოების მხრივ: ვესტიბულური დარღვევები, გემოს (მაგ. მეტალის გემო), ყნოსვის, სმენის და მხედველობის დარღვევა, ყურებში ხმაური.  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ან შეკრულობა, ტკივილი ეპიგასტიუმის არეში, ნაწლავების გაუვალობა, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის უკმარისობის განვითარებით, პირის სიმშრალე, წყურვილი, მადის დაქვეითება, სტომატიტი, გლოსიტი.  სასუნთქი სისტემის მხრივ: “მშრალი” ხველა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, რენორეა, რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტი.  ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კონიუნქტივინი, ფოტოსენსიბილიზაცია; სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხახის და/ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპება, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმული ნეროლიზი (ლაიელის სინდრომი), პემფიგუსი, სეროზიტი, ონიქოლიზი, ვასკულირი, მიოზიტი, მიალგია, ართრალგია, ართრიტი, ეოზინოფილია.  სხვა: გულყრები, ალოპეცია, ჰიპერთერმია, გაძლიერებული ოფლიანობა.  ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას აზოტის დონის მომატება, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტოვობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია, ანტინუკლეარული, ანტისხეულების გაჩენა. გავლენა ნაყოფზე: ნაყოფის ფუნქციის დარღვევა, ნაყოფის და ახალშობილის არტერიული წნევის დაქვეითება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკალემია, ქალას ძვლების ჰიპოპლაზია, ოლიგოჰიდრამნიონი, კიდურების კონტრაქტურა, ქალას ძვლების დეფორმაცია, ფილტვების ჰიპოპლაზია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები