იცით ამრას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ამრას გვერდითი მოვლენებია: წყალ-მარილოვანი ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალიემია, ნატრიუმის დონის შემცირება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ოთოსტატური ჰიპოტენზია; შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, პროტეინურია, შარდში და სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და გლუკოზის შემცველობის მატება; ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ასთენია, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევა, კრუნჩხვა, პარესთეზიები, ანორექსია, გემოს შეგრძნების დარღვევები; ერთეულ შემთხვევაში – გონების დაბინდვა; სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; იშვიათად – სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი; კნტ-ის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა; იშვიათად – პირის სიმშრალე; ერთეულ შემთხვევაში – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ჰიპერბილირუბინემია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, იშვიათად – ჰიპოჰემოგლობინემია, თრომბოციტოპენია, ჰემატოკრიტის შემცირება; ერთეულ შემთხვევაში აგრანულოციტოზი, პანციტოპენია;

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები