იცით ანაპენ® 300ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანაპენ® 300-ის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა წამალს, ანაპენს შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.ანაპენი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს (E223), რომელიც შესაძლოა გახდეს ალერგიული რეაქციის და სუნქვის გაძნელების მიზეზი, განსაკუთრებით ასთმის მქონე პაციენტებში.  ასეთი გვერდითი მოქმედების გამოვლენისას ეცადეთ დაუყონებლივ აღმოჩნდეთ სამედიცინო მზრუნველობის ქვეშ.  ადრენალინის ზოგად გვერდით მოვლენებს განეკუთვნება: გულის ფრიალი, სწრაფი ან არათანაბარი გულის ცემა, ოფლიანობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, სისუსტე, სიფერმკრთალე, კანკალი, თავის ტკივილი, შფოთვა, ნევროზული მდგომარეობა, შიში და ხელ-ფეხის გაციება. სხვა, ნაკლებად ხშირ, გვერდით მოვლენებს განეკუთვნება: ჰალუცინაციები, გონების დაკარგვა, გაფართოებული გუგები, შარდვის გაძნელება, კუნთების კანკალი, არტერიული წნევის მატება, სისხლში ცვლილებები, როგორიცაა გლუკოზის დონის მატება, კალიუმის დაბალი დონე და აციდოზი. იშვიათად, მაღალი დოზის შემთხვევაში, ან მგძნობიარე პაციენტებში, მოულოდნელად გაზრდილი არტერიულმა წნევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინში სისხლჩაქცევა, არარეგულარული გულის ცემა, გულის შეტევა და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სისხლის მიწოდების შემცირებას კანის, ლორწოვანისა და თირკმლის ქსოვილებში.  გვერდითი მოვლენების დამძიმების შემთხვევაში ან თუ აღინიშნება გვერდითი მოვლენები რომლებიც არ არის მითითებული აღნიშნულ ინსტრუქციაში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ჯანდაცვის მუშაკს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები