იცით ანდანტეს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ანდანტე გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ყველაზე ხშირი შეტყობინებებია ისეთი არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ, როგორიც არის ამნეზია, პარესთეზიები, ძილიანობა, დისმენორეა. გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე ისაზღვება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10) ხშირად (≥1/100 – <1/10)     არახშირად (≥1/1000 – <1/100) იშვიათად (≥1/10000 – <1/1000) ძალიან იშვიათად (<1/10000)   უცნობი (არსებული მონაცემებით განვითარების სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია) სიხშირის ყველა ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდეგნილია კლებადობით  ჩასასმელია ცხრილი ამნეზია პრეპარატის რეკომენდებული, თერაპევტული დოზების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ანტეროგრადული ამნეზია. ეს რისკი იზრდება უფრო მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში. ამნეზიის ეფექტს შეიძლება ახლდეს მიუღებელი ქცევა (იხ. განყოფილება “სიფრთხილით”).  დეპრესია ბენზოდიაზეპინებით და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ფარული დეპრესიის კლინიკური ნიშნების გამოვლენა. ფსიქიკურ დარღვევები და <<პარადოქსული>> რეაქციები ცნობილია, რომ ბენზოდიაზეპინებით და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია შეიძლება განვითარდეს  ფსიქიკური და <<პარადოქსული>> რეაქციები. ცნობილია, რომ ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატების მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ფსიქმოტორული ტიპის აგზნების, შფოთვის, გაღიზიანებულობის, კონტროლის დაქვეითების, აგრესიის, აზროვნების დარღვევის, ბოდვის, ძლიერი სიბრაზის მოვლის, ღამის კოშმარების, დეპერსონალიზაციის, ჰალუცინაციების, ფსიქოზის, მიუღებელი ქცევის, ექსტრავერსიების, ხასიათისთვის არადამახასიათებელი და ქცევის სხვა არასასურველი რეაქციები. ისინი უფრო ხშირად ვითარდება ხანდაზმულ ადამიანებში. დამოკიდებულება პრეპარატის მიღებამ (თერაპევტულ დოზებშიც კი) შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება: მიღების შეწყვეტას შეიძლება ახლდეს <<მოხსნის>> სინდორომი (იხ. განყოფილება “სიფრთხილით”. შეიძლება ჩამოყალიბდეს ფსიქიკური დამოკიდებულება. აღწერილია ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები