იცით არედიას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

არედიას გვერდითი მოვლენებია: გვერდითი რეაქციები არედიას პრეპარატზე სუსტად არის გამოხატული და ტრანზიტორულია. ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია უსიმპტომო ჰიპოკალციემია და ციება (სხეულის ტემპერატურის მომატება 1-2 გრადუსით), რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება პირველი 48 საათის განმავლობაში. პრეპარატის ინფუზიის შემდეგ ჩვეულებრივ, ციება გადის დამოუკიდებლად და არ საჭიროებს მკურნალობას. არასასურველი მოვლენების სიხშირის შეფასების კრიტერიუმები: ძალიან ხშირად – (>1.10), ხშირად – (>1/100, 1/10), ხანდახან – (>1/1000, <1/100), იშვიათად – (>1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად – (<1/10000). ინფექციები: ხანდახან – მარტივი და გარშემორტყმული ჰერპესის გამწვავება. სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – ანემიით, თრომბოციტოპენია, ლიმფოციტოპენია; ძალიან იშვიათად – ლეიკოპენია. იმუნური სისტემის მხრივ: ხანდახან – ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული რეაქციები ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, კვინკეს შეშუპება. ცნს-ის მხრივ: ხშირად – პარესთეზია, ტეტანია (როგორც სიმპტომატური ჰიპოკალციემიის გამომჟღავნება), თავის ტკივილი, უძილობა, ძილიანობა; ხანდახან – კრუნჩხვები, გაღიზიანებადობა, თავბრუსხვევა, ლეთარგია; ძალზე იშვიათად – ორიენტირების დარღვევა, მხედველობითი ჰალუცინაციები. გრძნობის ორგანოების მხრივ: ხშირად – კონიუქტივიტი; ხანდახან – უვეიტი (ირიტი, ირიდოციკლიტი); ძალზე იშვიათად – სკლერიტი, ეპისკლერიტი, ქსანტოფსია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად – არტერიული ჰიპერტენზია; ხანდახან – არტერიული ჰიპოტენზია; ძალზე იშვიათად – მარცხენა პარკუჭის უკმარისობის ნიშნები (ქოშინი, ფილტვის შეშუპება) ან შეგუბებითი გულის უკმარისობის ნიშნები (შეშუპებები). კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ხშირად – გულისრევა, პირღებინება, ანორექსია, ტკივილი მუცელში, დიარეა, ყაბზობა, გასტრიტი; ხანდახან – დისპეფსია. დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად – გამონაყარი; ხანდახან – ქავილი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხშირად – ძვლებში ტრანზიტორული ტკივილები, ართრალგია, მიალგია, გენერალიზირებული ტკივილები; ხანდახან – კუნთოვანი სპაზმები. თირკმლის მხრივ: ხანდახან – თირკმლის მწვავე უკმარისობა; იშვიათად – ცენტრალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზი, დესტრუქციული ვარიანტის ჩათვლით, ნევროზული სინდრომი; ძალზე იშვიათად – თირკმლის თანმხლები დაავადების მიმდინარეობის გაუარესება, ჰემატურია. ზოგადი დარღვევები: ძალიან ხშირად – ციება და გრიპისმაგვარი სიმპტომები, რომელსაც ხანდახან თან ახლავს სისუსტე, კანკალი, დაღლილობის შეგრძნება, ჰიპერემია; ხშირად – პრეპარატის ინფუზიის ადგილში – ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, გამკვრივება, ფლებიტი, თრომბოფლებიტი. ბიოქიმიური ცვლილებები: ძალიან ხშირად – ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია; ხშირად – ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, კრეატინინი შრატში; ხანდახან – ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების ცვლილებები, შრატში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება; ძალზე იშვიათად – ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია. ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი მოვლენებიდან ბევრი შეიძლება დაკავშირებული იყოს ძირითად დაავადებასთან. ოსტეონეკროზის (ძირითადად ყბები) ძალიან იშვიათ შემთხვევები აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომლებიც გადიოდნენ ბიფოსფონატებით თერაპიას. ანგარიშების უმრავლესობა მიუთითებს ონკოავადმყოფებზე, რომლებსაც ამოუღეს კბილები ან ჩაუტარდათ სხვა ყბა-სახის ქირურგია. ყბის ოსტეონეკროზის ალბათობა იზრდება რისკის ფაქტორის არსებობის დროს, კიბოს დიაგნოზის ჩათვლით, თანმხლები თერაპია (მაგალითად, ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, თერაპია კორტიკოსტეროიდებით) და თანმხლები დაავადებები (მაგალითად, ანემია, კოაგულოპათია, ინფექციები, პირის ღრუს წინამორბედი დაავადებები). თუმცა მიზეზი ვერ განისაზღვრა, უმჯობესია ქირურგიული ჩარევის აცილება ყბაზე, რადგან გამოჯანმრთელება შეიძლება გაჭიანურდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები