იცით ასიბროქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასიბროქსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, შუილი ყურებში. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – სტომატიტი; ცალკეულ შემთხვევებში – გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, დიარეა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – არტერიული წნევის დაცემა, ტაქიკარდია. სასუნთქი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ფილტვისმიერი სისხლდენის განვითარება, როგორც მომატებული მგრძნობელობის რეაქციის გამოვლინება. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება; ცალკეულ შემთხვევებში – ბრონქოსპაზმი (უპირატესად ბრონქების ჰიპერაქტიურობის მქონე პაციენტებში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები