იცით ასპარაგინაზას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ასპარაგინაზას გვერდითი მოვლენებია: ღებინება, გულისრევა, გამონაყარი, ტემპერატურის მომატება, რომელსაც ახლავს შეციების შეგრძნება, ალერგიული რეაქციები გართულებების კუპირება ხდება ჩვეულებრივ სიმპტომატური საშუალების მიღებით (ანტიჰისტამინური საშუალებები, კალციუმის ქლორიდი). პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ღვიძლისა და თირკმელების, აგრეთვე კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ამიტომ მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლში ბილირუბინის, ქოლესტერინის, საერთო ცილის, ცილების ფრაქციის, აგრეთვე ტრანსამინაზების, დიასტაზას აქტივობის და სხვა ფერმენტების, პერიფერიული სისხლის სურათის, სისხლის შედედების სისხლმბადი ორგანოების მონიტორინგი. ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების მწვავე და პროგრესირებადი ცვლილებისას, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სიმპტომატური მკურნალობის დაწყება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები