იცით ასპირინი 100-ს რა უკუჩვენებები აქვს?

ასპირინი 100-ის უკუჩვენებებია:: აბსოლუტური: მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სისხლდენისადმი მიდრეკილებით; მაღალი მგრძნობელობა სალიცილატებისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ; შედარებითი: 100 მგ ასპირინის მიღება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა: ერთდროული მკურნალობა ანტიკოაგულანტებით (კუმარინის წარმოებულები, ჰეპარინი); გლუკოზა-6 – ფოსფატდეჰიდროგენაზის უკმარისობა; ბრონქული ასთმა; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ქრონიკული დაავადებები; თირკმლების ფუნქციის დარღვევა; ნიკრისის ქარი; შაქრიანი დიაბეტი; ორსულობა, ლაქტაცია; 12 წლის ასაკამდე ბავშვებში. ორსულობა და ლაქტაცია: აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია შეაღწიოს პლაცენტურ ბარიერსა და დედის რძეში, ამიტომ 100 მგ ასპირინის მიღება ლაქტაციისა და ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ და ბოლო ტრიმესტრში, შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები