იცით ატარაქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ატარაქსის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოქმედება  შესაძლო გვერდითი ეფექტები მოყვანილია ქვემოთ ორგანიზმის სისტემის და განვითარების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥ 1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით).  ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი: ძილიანობა.  ხშირი: თავის ტკივილი, შენელებული აზროვნება.  ნაკლებად ხშირი: თავბრუსხვევა, უძილობა, ტრემორი  იშვიათი: კრუნჩხვები, დისკინეზია.  ფსიქიკური დარღვევები: ნაკლებად ხშირი: აგზნება, ცნობიერების დაბინდვა.  იშვიათი: ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია.  მხედველობის ორგანოების მხრივ: იშვიათი: აკომოდაციის დარღვევები, მხედველობის დარღვევები  გულის მხრივ: იშვიათი: ტაქიკარდია  სიხშირე უცნობია: ელექტროკარდიოგრამაზე Qთ ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია “პირუეტის” ტიპით.  სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ: ძალიან იშვიათი: ბრონქოსპაზმი.  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი: პირის სიმშრალე.  ნაკლებად ხშირი: გულისრევა.  იშვიათი: ღებინება, შეკრულობა.  ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათი: ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა.  სიხშირე უცნობია: ჰეპატიტი.  ზოგადი დარღვევები: ხშირი: სისუსტე.  იშვიათი: ჰიპერთერმია, თვითგრძნობის გაუარესება  თირკმლის და საშარდე გზების მხრივ: იშვიათი: შარდის გამოყოფის შეკავება.  კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათი: ქავილი, გამონაყარი (ერითემული, მაკულო-პაპულური), ჭინჭრის ციება, დერმატიტი. ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება, მომატებული ოფლიანობა, ფიქსირებული წამლისმიერი ერითემა, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემურ-პუსტულური გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.  იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა.  ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური შოკი.  სისხლძარღვების მხრივ: იშვიათი: არტერიული წნევის დაქვეითება.  ჰიდროქსიზინის ძირითადი მეტაბოლიტის – ცეტირიზინის მიღებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები: თრომბოციტოპენია, აგრესია, დეპრესია, ტიკები, დისტონია, პარესთეზია, ოკულოგირული კრიზი, დიარეა, დიზურია, ენურეზი, ასთენია, შეშუპება, სხეულის მასის მოამტება და შეიძლება აღინიშნოს ჰიდროქსიზინის მიღების დროსაც.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები