იცით ბანეოცინს რა უკუჩვენებები აქვს?

ბანეოცინის უკუჩვენებებია: ბაციტრაცინის ან/და ნეომიცინის, ამინოგლიკოზიდური რიგის სხვა ანტიბიოტიკების ან პრეპარატის რომელიმე დამატებითი ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. კანის     ფართო     მონაკვეთების     მწვავე     დაზიანების დროს     გამოყენება არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან პრეპარატის შეწოვას შეუძლია გამოიწვიოს ოტოტოქსიურობა, რომელსაც მოყვება სმენის დაკარგვა. არ გამოიყენოთ გულის ან თირკმლის უკმარისობით გამოწვეული გამომყოფი ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს, და მკურნალობის დაწყებამდე  არსებული ვესტიბულარული ან/და კოხლეალური სისტემების დაავადებების დროს იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია პრეპარატის შეწოვა. არ გამოიყენოთ გარე სმენით არხში ყურის ბარაბნის მემბრანის პერფორაციის დროს. პრეპარატის წასმა თვალებზე დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები