იცით ბიდოპს რა უკუჩვენებები აქვს?

ბიდოპის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა ბისოპროლოლის და სხვა ბეტა-ადრენომაბლოკირებლების მიმართ; შოკი (მათ შორის კარდიოგენური), კოლაფსი, ფილტვის შეშუპება, გულის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენაციის სტადიაში, რომელიც მოითხოვს ინოტროპულ თერაპიას, II-IIIO ხარისხის AV ბლოკადა ელექტროკარდიოსტიმულატორის გარეშე, სინოატრიალური ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, გამოხატული ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები); კარდიომეგალია (გულის უკმარისობის ნიშნების გარეშე); გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 100მმ-ზე ნაკლები, განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტის დროს); ბრონქული ასთმის მძიმე ფორმები და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) ანამნეზში; მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორების მიღება (მაო-ბ-ს გარდა), პერიფერიული სისხლისმიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადია (ალფა- ადრენობლოკერების გამოყენების გარეშე); მეტაბოლური აციდოზი, 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის), ლაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია (რადგან პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები