იცით ბიმაქსს რა უკუჩვენებები აქვს?

ბიმაქსის უკუჩვენებებია: ცეფიქსიმი უკუნაჩვენებია ანტიბიოტიკების ცეფალოსპორინების ჯგუფის მიმართ დადგენილი ალერგიისას. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები: ცეფიქსიმი სიფრთხილით გამოიყენება სხვა პრეპარატის მიმართ ადრე გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების შემთხვევაში.  სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო პენიცილინ-მგრძნობიარე პაციენტებში ცეფალოსპორინ-პენიცილინის ჯვარედინი მგრძნობელობის გამო.  ალერგიული რეაქციების გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს სათანადო თერაპია. 400 მგ ზიმაქსის შემოგარსული ტაბლეტის დოზის კორექცია უნდა მოხდეს თირკმელების მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. დოზირება თირკმლის უკმარისობისას). ზიმაქსის სუსპენზიის დოზის კორექცია უნდა მოხდეს თირკმლების მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. დოზირება თირკმლის უკმარისობისას).  არსებობს რეზისტენტული ორგანიზმების წარმოქმნის ალბათობა, რის შედეგადაც შეიძლება აღინიშნოს მათი ჭარბი ზრდა, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, მათ შორის ცეფიქსიმით მკურნალობისას აღინიშნება ნაწლავური ფლორის ცვლილება და კლოსტრიდიას ჭარბი ზრდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ Clostridium difficile – ს მიერ წარმოქმნილი ტოქსინი არის ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეის, მათ შორის ფსევდომემბრანოზული კოლიტის უპირველესი მიზეზი.  მწვავე დიარეის დროს მკურნალობა უნდა შეწყდეს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები