იცით ბიოკარდს რა უკუჩვენებები აქვს?

ბიოკარდის უკუჩვენებებია:: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ: გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IV კლასი NYHA მიხედვით), რომელიც საჭიროებს პრეპარატის ინტრავენურ შეყვანას დადებითი ინოტროპული ეფექტით; ფილტვების ობსტრუქციული ქრონიკული დაავადებები, ბრონქოსპასტიური კომპონენტით; ბრონქული ასთმა; ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის; გამოხატული ბრადიკარდია; გამოხატული არტერიული ჰიპოტონია (სისტოლური არტერიული წნევა <85 მმ ვწყ.სვ.); კარდიოგენული შოკი; ღვიძლის დაზიანების კლინიკური მანიფესტაცია. ორსულობა და ლაქტაცია: ბიოკარდის გამოყენების გამოცდილება ორსულებში არ არსებობს. ბეტა-ბლოკატორები ამცირებენ პლაცენტის პერფუზიას, რაც იწვევს ნაყოფის დაღუპვას ან ნაადრევ მშობიარობას. პრეპარატი ორსულობის დროს ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება პოტენციურ რისკს. ბიოკარდი და მისი მეტაბოლიტები გადადიან დედის რძეში, ამიტომ მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები