იცით ბრონქოდილს რა უკუჩვენებები აქვს?

ბრონქოდილის უკუჩვენებებია: აბსოლუტური უკუჩვენებებია:: – მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის მიმართ ან მზა პრეპარატის სხვა კომპონენეტების მიმართ. – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება – ეპილეფსიის სინდრომი – 2 წლამდე ბავშვები (ბავშვებისათვის არსებობს წამლის სხვა ფორმა: ბრონქოდილის სიროფი) შედარებითი უკუჩვენებებია:: თირკმლის ფუნქციური შესაძლებლობების შეზღუდვის დროს და/ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს ბრონქოდილის მიღება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით, რაც ვლინდება შემცირებული დოზის გამოყენებასა და პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდაში (ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ). ბრონქების მოტორიკის მოშლისა და სეკრეტის დიდი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაშიც აუცილებელია ბრონქოდილის მიღება განსაკუთრებული სიფრთხილით; ასეთ შემთხვევაში მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები