იცით ბუსკოპანს რა უკუჩვენებები აქვს?

ბუსკოპანის უკუჩვენებებია:  • ჰიპერმგრძნობელობა გიოსცინის ბუთილბრომიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; • ვიწროკუთხოვანი გლაუკომა (არანამკურნალები); • წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია შარდის შეკავებით; • მექანიკური კუჭ-ნაწლავის გაუვალობა; • ტაქიკარდია; • მეგაკოლონი; • მიასთენია გრავისი. ფეხმძიმობა და ლაქტაცია: მოცემული არ არის რაიმე მონაცემი პრეპარატის ფეხმძიმობის დროს მიღების შესახებ. თუმცა, სხვა პრეპარატების გამოყენების მსგავსად, ფეხმძიმობის დროს სასურველია პრეპარატის დანიშვნა განსაკუთრებული სიფრთხილით, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის მანძილზე. დამტკიცებული არ არის პრეპარატის უსაფრთხოება ლაქტაციის პერიოდში. თუმცა, არ მოიპოვება მონაცემები ჩვილ ბავშვებზე წამლის არასასურველი ზეგავლენის შესა¬ხებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები