იცით გელოფუზინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გელოფუზინის გვერდითი მოვლენებია:  შესაძლებელია მძიმე ანაფილაქსიური: ანაფილაქტოიდური რეაქციის განვითარება: კანზე ბუშტუკების წარმოქმნა, ურტიკარია, ყელის და სახის ჰიპერემია, იშვიათად – არტერიული წნევის დაქვეითება ბრონქოსპაზმი, შოკი, გულის და სუნთქვის გაჩერება. ალერგიული (ანაფილაქსიურ/ანაფილაქტოიდური) გვერდითი მოვლენების პროფილაქტიკისა და მკურნალობის ზოგადი პრინუიპები: – საჭიროა სამედიცინო პერსონალის ინფორმირება პლაზმის შემცველი კოლოიდური ხსნარებისათვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების შესახებ; – ინფუზიის პროცესში საჭიროა პაციენტებზე სისტემატური დაკვირვება, განსაკუთრებით საინფუზიო ხსნარის პირველი 20-30 მლ შეყვანის დროს; – საჭიროა ყველა სარეანიმაციო ღონისძიებების ჩასატარებელი ინსტრუმენტების და მედიკამენტების მომზადება; – გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა ინფუზიის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. არ არსებობს წინასწარი იდენტიფიკაციის ტესტი გვერდითი ეფექტების მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებისათვის. შეუძლებელია აგრეთვე აღნიშნული რეაქციების მიმდინარეობის წინასწარი განსაზღვრა. ჟელატინის ხსნარის მიმართ ალერგიული რეაქციები შესაძლებელია იყოს, როგორც ჰისტამინ-დამოკიდებული, ასევე ჰისტამინ-დამოუკიდებელი. ჰისტამინის გამოყოფის პროცესის დათრგუნვა შესაძლებელია H1 და H2 რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციით. კორტიკოსტეროიდების პროფილაქტიკური გამოყენების შესაძლებლობა დადგენილი არ არის. გვერდითი მოვლენების განვითარება შესაძლებელია, როგორც ცნობიერების მქონე, ასევე ზოგადი ნარკოზის ქვეშ მყოფ პაციენტებში, მაგრამ, მოცულობითი უკმარისობით გამოწვეული შოკის მწვავე ფაზაში განვითარებული ალერგიული (ანაფილაქსიურ/ანაფილაქტოიდური) რეაქციები დღემდე უცნობია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები