იცით გემნილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გემნილის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა პრეპარატმა, გემნილმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.  აღნიშნული გვერდითი ეფექტების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: – ძალიან ხშირი: აღინიშნება 1 მომხმარებელზე მეტში 10-იდან – ხშირი: აღინიშნება 100იდან 1-10 მომხმარებელში – არახშირი: აღინიშნება 1-10 მომხმარებელში 1000-იდან – იშვიათი: აღინიშნება 1-10 მომხმარებელში 10000-იდან – უცნობია: სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსეუბლი მონაცემებით. სასწრაფოდ უნდა მიმართოთ თქვენ ექიმს თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი მოვლენა შემდეგიდან: – ცხელება ან ინფექცია (ხშირი): თუ გაქვთ ტემპერატურე 38°ჩ ან მეტი, ოფლიანობა ან ინფექციის სხვა ნიშნები (რადგან შეიძლება გქონდეთ ნორმაზე ნაკლები სისხლის თეთრი უჯრედები, რაც ძალიან ხშირია). – არარეგულარული გულისცემა (არითმია) (სიხშირე უცნობია). – ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წვა პირში (ხშირი). – ალერგიული რეაქციები: თუ აღგენიშნებათ კანის გამონაყარი (ძალიან ხშირი)/ქავილი (ხშირი) ან ცხელება (ძალიან ხშირი). – დაღლილობა, კოლაფსი, სუნთქვის იოლად შეჩერება ან სიფერმკრთალე (რადგან შეიძლება გქონდეთ ჰემოგლობინის ნორმაზე დაბალი დონე რაც ძალიან ხშირია). – სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან ან პირიდან ან ნებისმიერი შეუჩერებელი სისხლდენა, წითელი ან ვარდისფერი შარდი, მოულოდნელი სისხლჩაქცევები (რადგან შეიძლება გქონდეთ თრომბოციტების ნორმაზე დაბალი დონე რაც ძალიან ხშირია). – სუნთქვის სიძნელეები (ძალიან ხშირია სუნთქვის მსუბუქი სიძნელეები გემნილის ინფუზიიდან მალე რომელიც სწრაფად გადის; თუმცა არახშირად ან იშვიათად შეიძლება იყოს ფილტვის უფრო სერიოზული პრობლემებიც). გემნილის გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს: ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები ჰემოგლობინის დაბალი დონე (ანემია) სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი დონე თრომბოციტების დაბალი დონე სუნთქვის გაძნელება ღებინება გულისრევა კანის გამონაყარი-ალერგიული გამონაყარი, ხშირად ქავილით თმის ცვენა ღვიძლის პრობლემები: გამოვლინდება სისხლის ტესტის ნორმიდან გადახრით სისხლიანი შარდი შარდის არანორმალური ტესტები: ცილა შარდში გრიპის მსგავსი სიმპტომები ცხელების ჩათვლით ედემა (ტერფების, თითების, ფეხების, სახის შეშუპება) ხშირი გვერდითი ეფექტები ცხელება რომელსაც ახლავს სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რიცხვი (ფებრილური ნეითროპენია) ანორექსია (მადის დაქვეითება) თავის ტკივილი უძილობა ძილიანობა ხველა ცხვირიდან გამონადენი შეკრულობა დიარეა ტკივილი, სიწითლე, შეშუპება ან წვა პირში ქავილი ოფლიანობა კუნთების ტკივილი ზურგის ტკივილი ცხელება სისუსტე წვა არახშირი გვერდითი ეფექტები ინტერსტიციალური პნეცმონიტი (ფილტვის ჰაეროვანი ბუშტუკების დაზიანება) სასუნთქი გზების სპაზმი (ქოშინი) არანორმალური გულმკერდის რენტგენი/სკანირება (ფულტვების დაზიანება) იშვიათი გვერდითი ეფექტები გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) სისხლის დაბალი წნევა კანის აქერცვლა, დაწყლულება ან ბუშტუკების წარმოქმნა. ინექციის ადგილის რეაქციები ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები თრომბოციტების რაოდენობის მომატება ანაფილაქსიური რეაქციები (მწვაევ ჰიპერსენსიტიურობა/ალერგიული რეაქციები) კანის გათხელება და მწვავე ბუშტუკები გვერდითი ეფექტები უცნობი სიხშირით გულისცემის არარეგულარული სიხშირე (არითმია) მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი (ფილტვების მწვავე ანთება, რომელიც იწვევს სუნთქვის უკმარისობას) რადიაციული რეციდივი (კანის გამონაყარი მსგავსი მზის დამწვრობის) რომელიც შეიძლება განვითარდეს კანზე, რომელიც ადრე ექსპოზირებული იყო რადიოთერაპიისადმი.  სითხე ფილტვებში ფილტვების ჰაერის ბუშტუკების რადიაციული ტოქსიური დაზიანება დაკავშირებული რადიოთერაპიასთან. იშემიური კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება, გამოწვეული სისხლმომარაგების დაქვეითებით) გულის უკმარისობა თირკმლის უკმარისობა თითების ან ცერა თითების განგრენე ღვიძლის სერიოზული დაზიანება, ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით. ინსულტი თქვენ შეიძლება აღგენიშნებოდეთ ამ სიმპტომებიდან და/ან მდგომარეობებიდან რომელიმე. უნდა უთხრათ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე თუ რომელიმე ამ გვერდით ეფექტს გამოცდით. თუ რომელიმე გვერდით ეფექტზე ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს.  თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავედება ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ბროშურაში მითითებული არ არის, გთხოვთ მიმართეთ თქვენს ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები