იცით გემციტაბინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გემციტაბინის გვერდითი მოვლენებია: გემციტაბინით მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: ა: გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე, მომატებული ღვიძლის ტრანსამინაზები (ასტ/ალტ) და ტუტე ფოსფატაზე, რომელიც აღინიშნება პაციენტების დაახლოებით 60%-ში; პრეტეინურია და ჰემატურია, აღინიშნება პაციენტების 50%-ში; დისპნოე აღინიშნება პაციენტების 10-40%-ში (ყველაზე დიდი სიხშირით ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში), კანის ალერგიული გამონაყარი ვლინდება პაციენტების 25%-ში და დაკავშირებულია ქავილთან პაციენტების 10%-ში. გვერდითი მოვლენები: ს სიხშირე და სიმძიმე დამოკიდებულია დოზაზე, ინფუზიისა და დოზებს შორის ინტერვალზე. დოზით შემოფარგლული გვერდითი მოვლენები: არის თრომბოციტების, ლეიკოციტებისა და გრანულოციტების რაოდენობის შემცირება. კლინიკური კვლევების მონაცემები სიხშირე განისაზღვრება: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥1/100 ან <1/10), არახშირი (≥1/1000 ან <1/100), იშვიათი (≥1/10000 ან <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000).  სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: ძალიან ხშირი – ლეიკოპენია (ნეიტროპენია ხარისხი 3 = 19.3%; ხარისხი 4 = 6%). ძვლის ტვინის დათრგუნვა ხშირად მუსბუქი ან ზომიერია და მეტად ზეგავლენას ახდენს გრანულოციტების რაოდენობაზე. თრომბოციტოპენია. ანემია; ხშირი – ფებრილური ნეიტროპენია; ძალიან იშვიათი – თრომბოციტოზი. იმუნური სისტემის დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: ძალიან იშვიათი – ანაფილაქტოიდური რეაქცია. ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი – ანორექსია. გულის დარღვევები: ხშირი – თავის ტკივილი, უძილობა, ძილიანობა. სისხლძარღვოვანი დარღვევები: იშვიათი – ჰიპოტენზია. რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები: ძალიან ხშირი – დისპნოე-ხშირად მსუბუქი და სწრაფად გადადის მკურნალობის გარეშე; ხშირი – ხველა, რინიტი; არახშირი – ინტერსტიციული პნევმონიტი, ბრონქოსპაზმი – ხშირად მსუბუქი და ტრანზიტორული, თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს პარენტერალური მკურნალობა. კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: ძალიან ხშირი – ღებინება, გულისრევა. ხშირი – ფაღარათი, სტომატიტი და პირის ღრუს დაწყლულება, შეკრულობა. ჰეპატობილიარული დარღვევები: ძალიან ხშირი – ღვიძლის ტრანსამინაზების (ასტ და ალტ) და ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება; ხშირი – ბილირუბინის მომატებული დონე; იშვიათი – გამა-გლუტამილ ტრანსფერაზის მომატებული დონე. კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები: ძალიან ხშირი – კანზე ალერგიული გამონაყარი, ხშირად ქავილით, ალოპეცია; ხშირი – ქავილი, ოფლიანობა; იშვიათი – დაწყლულება, ბუშტუკების წარმოქმნა, აქერცვლა; ძალიან იშვიათი – კანის მძიმე რეაქციები, დესქვამაციისა და კანის ბულოზური გამონაყარის ჩათვლით. ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები: ხშირი – წელის ტკივილი. თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: ძალიან ხშირი – ჰემატურია, მსუბუქი პროტეინურია. ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილას: ძალიან ხშირი – ინფლუენზას მსგავსი სიმპტომები – ყველაზე ხშირი სიმპტომები არის ცხელება, თავის ტკივილი, შემცივნება, მიალგია, ასთენია და ანორექსია. ასევე აღინიშნება ხველა, რინიტი, სისუსტე, ოფლიანობა და ძილის დარღვევები. შეშუპება/პერიფერული შეშუპება სახის შეშუპების ჩათვლით. ხშირი – ცხელება, ასთენია, შემცივნება; იშვიათი – ინიექციის ადგილას რეაქციები, ძირითადად მსუბუქი ხასიათის.  დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები: რადიაციული ტოქსიკურობა. პოსტმარკეტინგული გამოცდილება (სპონტანური შემთხვევები) სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებიდან შეუძლებელია შეფასება). ნერვული სისტემის დარღვევები: ცერებროვასკულარული მოვლენები. გულის მხრივ დარღვევები: არითმიები, უპირატესად პარკუჭზედა ხასიათის, გულის უკმარისობა. სისხლძარღვოვანი დარღვევები: პერიფერული ვასკულიტისა და განგრენის კლინიკური ნიშნები. რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები: ფილტვის შეშუპება, მოზრდილთან რესპირატორული დისტრესს სინდრომი. კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები: იშემიური კოლიტი. ჰეპატობილიარული დარღვევები: მძიმე ჰეპატოტოქსიკურობა, ღვიძლის უკმარისობისა და სიკვდილის ჩათვლით. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: კანის მძიმე რეაქციები, დესქვამაციისა და კანის ბულოზური გამონაყარის ჩათვლით, ლაიელის სინდრომი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი. თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები: თირკმლის უკმარისობა, ჰემოლიზური ურემიული სინდრომი. დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები: რადიაციის განმეორება. კომბინაციური გამოყენება ძუძუს კიბოს დროს: 3 და 4 ხარისხის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის სიხშირე, განსაკუთრებით ნეიტროპენიისა იზრდება გემციტაბინის გამოყენებისას კომბინაციაში პაკლიტაქსელთან. თუმცა, ამ მოვლენათა მომატება არ არის დაკავშირბული ინფექციებისა თუ ჰემორაგიული მოვლენების მომატებულ სიხშირესთან. სისუსტე და ფებრილური ნეიტროპენია უფრო ხშირად ვითარდება, როდესაც გემციტაბინი გამოიყენება კომბინაციაში პაკლიტაქსელთან ერთად. სისუსტე, რომელიც არ არის დაკავშირებული ანემიასთან, ხშირად მოიხსნება პირველი ციკლის შემდეგ.  სენსორული ნეიროპათია ასევე უფრო ხშირი იყო კომბინაციურ კგუფში, ვიდრე კარბოპლატინის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები