იცით გორდოქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გორდოქსის გვერდითი მოვლენებია: პაციენტებში აპროტინინის პირველად გამოყენებისას, ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციების განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია. განმეორებითი შეყვანის შემთხვევაში ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციების განვითარების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს 5%-მდე. ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციების ანალიზის რეტროსპექტივაში ნაჩვენები იყო, რომ მათი სიხშირე იზრდება, მაშინ როდესაც განმეორებითი შეყვანა ხდება პირველი შეყვანიდან 6 თვის განმავლობაში (სიხშირე შეადგენს 5% განმეორებითი ექსპოზიციის დროს 6 თვის მანძილზე და 0,9% განმეორებითი ექსპოზიციისას 6 თვის შემდეგ). ამას გარდა, რეტროსპექტიულ ანალიზში ნაჩვენებია, რომ მწვავე ანაფილაქსიური რეაქციების სიხშირე დამატებით იზრდება პაციენტებში, რომლებმაც 6 თვის მანძილზე მიიღეს აპროტინინი ორ ჯერზე მეტად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტმა კარგად გადაიტანა აპროტინინით განმეორებითი მკურნლობა. შემდეგი შეყვანისას შესაძლებელია განვითარდეს მწვავე ალერგიული რეაქცია ან, უკიდურეს იშვიათ შემთხვევაში, ფატალური ანაფილაქსიური შოკი. ალერგიული ან ანაფილაქსიური რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანოთა ცალკეულ სისტემებზე, გამოიხატება შემდეგ ფორმებში: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა; სასუნთქი სისტემა: ასთმა (ბრონქოსპაზმი); კანი და დანამატები: ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი. იმ შემთხვევაში, თუ ალერგიული რეაქცია ვითარდება ინექციის ან ინფუზიის დროს, პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. უნდა გატარდეს სასწრაფო დახმარების სტანდარტული ზომები, მათ შორის ადრენალინის, მოცულობის ჩანაცვლება და კორტიკოსტეროიდების შეყვანა. გულსისხლძარღვთა სისტემა პლაცებო-კონტროლირებად კლინიკური კვლევების ანალიზში პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაცია, არ შეინიშნებოდა არსებითი სხვაობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა რაოდენობებში, პლაცებოსთან შედარებით (1,47% და 1,37%; აპროტინინის ჯგუფი – ნ=3470, პლაცებო ჯგუფი – ნ=2682, 2004 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით). ზოგიერთ კვლევეში შეინიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირის გაზრდის ტენდენცია აპროტინინის შეყვანის დროს, მაშინ როდესაც სხვა კვლევებში, პირიქით, შეინიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევების სიხშირის შემცირება. ვინაიდან ზემოთხსენებული კვლევების ამოცანას წარმოადგენდა მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების სიხშირის სხვაობა, კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები: ს განვითარების სტატისტკურად დადგენა შეუძლებელია. მულტიცენტრულ კვლევებში, სადაც ჩატარდა პაციენტებში აორტო-კორონარული შუნტირების პირველი ოპერაცია, ტრანსპლანტატის ოკლუზიის რისკი მაღალი იყო პაციენტებში აპროტინინის მიღებისას, ვიდრე პლაცებო ჯგუფში. მოცემული შედეგების დამახინჯება მოხდა ორი ცალკე ჩატარებული კვლევის მონაცემების უარყოფითი გავლენით. განმეორებითი ანალიზის შედეგად ამ კვლევებიდან ერთ-ერთში ჩატარდა არაადექვატური ჰეპარინიზაცია, ხოლო მეორეში – ტრანსპლანტატის კონსერვირების არასანქცირებული მეთოდის გამოყენება. ჰეპარინიზაციასთან დაკავშირებულ შენიშვნებთან ერთად (იხ. ნაწილი 4.4), საჭიროა მითითება ტესტირებისთვის სისხლის ნიმუშების აღების მიუღებელ პრაქტიკაზე ძირითადი ინტრავენური სისტემიდან, რომელიც გამოიყენებოდა აპროტინინის შესაყვანად. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ცალკეულ ჯგუფებს შორის არ შეინიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირეებს შორის ან სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით. პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების თანახმად, აპროტინინის გამოყენებით, შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები: ს განვითარება (კლასიფიკაცია CIOMS III სიხშირის კატეგორიების თანახმად) (აპროტინინი ნ=3740, პლაცებო ნ=2682, 2004 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით): არასასურველი მოვლენები, რომლებიც განისაზღვრება, როგორც „ხშირად განვითარებული“, შეინიშნებოდა არანაკლებ 2%-ში. გვერდითი მოვლენები: , რომლებიც შეინიშნებოდა პოსტმარკეტინგული გამოყენებისას (ნ=556 შეტყობინება, 2004 წლის დეკემბრის მდგომარეობით), მონიშნულია კურსივით. ცალკეული სიხშირის კატეგორიების ფარგლებში გვერდითი მოვლენები: ჩამოთვლილია სიმწვავის შემცირების მიხედვით. ჩასასმელია ცხრილი

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები