იცით დებიტუმი-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დებიტუმი-სანოველის გვერდითი მოვლენებია:  სერტრალინის მიღებისას განვითარებული გვერდითი ეფექტები:სერტრალინის მიღებისას შეინიშნება ზომიერად გამოხატული გვერდითი ეფექტები, რომელთა ინტენსივობა და სიხშირე თერაპიის გაგრძელებისას მცირდება და არ მივყავართ მკურნალობის შეწყვეტამდე. გამოყენებულია არასასურველი მოვლენების სიხშირის შეფასების შემდეგი კრიტერიუმები: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-<1/10), არც ისე ხშირად (≥1/1000-<1/100), იშვიათად (≥1/10000-<1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000). მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირად: მხედველობის დაბინდვა. სმენის ორგანოების მხრივ: ხშირად: ხმაური ყურებში. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად: დიარეა, პირის სიმშრალე, ღებინება, ყაბზობა, დისპეპსია, ტკივილი მუცელში.  ცნს-ის მხრივ: ხშირად: თავის ტკივილი, ძილიანობა, კოორდინაციის დარღვევა, ჰიპოასთენია. არც ისე ხშირად: დეპრესიული სიმპტომები, სეროტონინული სინდრომი (აჟიტირება, გონების დაბინდვა, დიაფორეზი, ჰალუცინაციები, ჰიპერრეფლექსია, მიოკლონუსი, ტაქიკარდია, ტრემორი). ძალიან იშვიათად: მანიაკალურ – დეპრესიული აშლილობა.  საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად: ართრალგია, მიალგია. ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ: ძალიან იშვიათად: პანკრეატიტი და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები (ღვიძლის უკმარისობით გამოწვეული სიყვითლე და/ან ჰეპატიტი), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება. თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: არც ისე ხშირად: შარდის გამოყოფის გაძნელება, უნებლიე შარდვა. სასქესო ორგანოებისა და ენდოკრინული სისტემის მხრივ: ხშირად: ეაკულაციის დარღვევა, ხშირად: ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, დისმენორეა, ანორგაზმია.  კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არც ისე ხშირად: გამონაყარი. ძალიან იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება, ციანოზი, ქავილი და ანაფილაქსიური რეაქციები. ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად: ჰიპონატრიემია. ჰიპონატრიემია ხანდაზმულ პაციენტებში ზოგჯერ გამოწვეულია ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციით.  სისხლმბადი და ლიმფური სისტემების მხრივ: არც ისე ხშირად: პურპურა, სისხლდენები, თრომბოციტოპენია. ძალიან იშვიათად: სისხლის შედედების დარღვევა. სხვა: ხშირად: გაძლიერებული ოფლიანობა, რომელიც სერტრალინის მოხსნის შემდეგ გაივლის, ძალიან იშვიათად: თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, შფოთვა, გულისრევა. პრეპარატის უეცარი შეწყვეტისას შეინიშნება მოხსნის სინდრომი, ისევე როგორც სხვა სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორების შემთხვევაში. ზემოაღნიშნული სიმპტომები გარდამავალია.   გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები