იცით დელორატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დელორატის გვერდითი მოვლენებია: დეზლორატადინის გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები:ვეგეტატური ნერვული სისტემის მხრიდან: წამოხურება, ჰიპერესთეზია, იმპოტენცია, მომატებული ოფლიანობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ტაქიკარდია, ვენტრიკულური ექსტრასისტოლია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრიდან: ბლეფაროსპაზმი, ოფლიანობა, დისფონია, მეტეორიზმი, მომატებული მადა, ჰიპერტონია, შაკიკი, პარესთეზია, ტრემორი, თავბრუსხვევა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დიარეა, გასტირი, სლოკინი, სტომატიტი, ღებინება, გემოს შეგრძნების შეცვლა, ენის ფერის შეცვლა, ენის ანთება, ცვლილებები ღვიძლის მხრიდან. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრიდან: ართრალგია, მიალგია, კეფის კუნთების რიგიდობა. ფსიქიატრიული დარღვევები: აგრესიის რეაქციები, შფოთვა, აპათია, არეული გონება, ლიბიდოს შემცირება, დეპრესია, ემოციული ლაბილურობა, ეიფორია, გაღიზიანება და პარანოია. რეპროდუქციული სისტემის მხრიდან: მასტალგია, დისმენორეა, მენორაგია, ვაგინიტი, იმპოტენცია, სისხლდენა პერიოდებს შორის.  სასუნთქი სისტემის მხრიდან: ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი, ხველა, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლიანი ხველა, ლარინგიტი, სინუსიტი, ცხვირის შეგუბება, რესპირატორული ინფექციები.  კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან: აკნე, ბაქტერიული ინფექცია, კანის სიმშრალე, ეგზემა, შეშუპება, ეპიდერმული ნეკროლიზი, ერითემა, ჰემატომა, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, პურპურა.  შარდ-გამომყოფი სისტემის მხრიდან: შარდის გამოყოფის დარღვევა, შარდის ფერის შეცვლა, შარდის შეუკავებლობა ან შეკავება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები