იცით დეპაკინი სიროფს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეპაკინი სიროფის გვერდითი მოვლენებია: – ღვიძლის დისფუნქციის იშვიათი შემთხვევები; – ტერატოგენური რისკი; – ნევროლოგიური დარღვევები: აზროვნების არევა ვალპროატით მკურნალობის დროს ზოგიერთ შემთხვევებში აღწერილია სტუმორი ან ლეტარგია, კომა. ასეთი შემთხვევები გვხვდება კომპლექსური მკურნალობის დროს (განსაკუთრებით ფენობარბიტალთან) ან ვალპროატის დოზის უცაბედი გაზრდის დროს; ძალიან იშვიათად – დემენციის შემთხვევაში. მკურნალობის დასაწყისში ზოგიერთ პაციენტებს უვითარდებათ კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევები (გულისრევა, კუჭის ტკივილები), იგი თერაპიის შეწყვეტის გარეშე ქრება რამდენიმე დღეში; – არსებობს საკმაოდ ხშირი ცნობები დროებითი და/ან დოზა დამოკიდებული გვერდითი მოვლენები: ს შესახებ: თმის ცვენა, მსუბუქი პოსტურალური ტრემორი და ძილიანობა აღწერილია ფიბრონოგენის დონის შემცირების და სისხლდენის დროის  გახანგძილევის ცალკეული შემთხვევები, ჩვეულებრივ მასთან დაკავშირებული კლინიკური სიპტომების გარეშე და მაღალი დოზირების დროს (ნატრიუმის ვალპროატს ახასიათებს ინჰიბირებითი მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციის მეორე სტადიაზე); – ჰემატოლოგიური გვერდითი ეფექტები ან პანციტოპენიის იშვიათი შემთხვევები; – აღინიშნება პანკრეატიტის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება. ხშირად გვხვდება იზოლირებული და ზომიერი ჰიპერამონიემია ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებების გარეშე, რაც არ მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას. ასევე აღწერილია ჰიპერამონიემია, დაკავშირებული ნევროლოგიურ სიპტომებთან. არსებობს აგრეთვე ცნობები სხეულის წონის მომატების, ამენორეის და მენსტრუაციული ციკლის რეგულაციის დარღვევის შესახებ. აღწერილია სმენის დაკარგვის იშვიათი შემთხვევები, როგორც შექცევადი ასევე შეუქცევადი, მაგრამ მისი მიზეზები და დამოკიდებულება პრეპარატის მიღებისას არ არის დადგენილი. ვალპროატის მიღებისას აღინიშნება კანის რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალგვარი ერითემა. არსებობს ფანკონის შექცევადი სინდრომის მონაცემები, დაკავშირებული ვალპროატის მიღებასთან, მაგრამ მისი მოქმედების მექანიზმი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები