იცით დიკლაკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლაკის გვერდითი მოვლენებია: სიხშირის კატეგორიების მიხედვით არასასურველი რეაქციები განაწილებულია შემდეგი კონვენციის თანახმად (CIOMS III): ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), არც ისე ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10 000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000). ინფექციები და ინვაზიები ძალიან იშვიათი: აბსცესი შეყვანის ადგილას დარღვევები სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია (ჰემოლიზური და აპლასტური), აგრანულოციტოზი. დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან იშვიათი: მომატებული მგრძნობელობა, ანაფილაქტიკური და ანაფილაქტოიდური რეაქციები (ჰიპოტენზიისა და შოკის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: ანგიონევროზული შეშუპება (სახის შეშუპების ჩათვლით). ფსიქიური დარღვევები ძალიან იშვიათი: ორიენტაციის დაკარგვა, დეპრესია, უძილობა, ღამის კოშმარები, გაღიზიანებადობა, ფსიქიური აშლილობა. დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. იშვიათი: ძილიანობა. ძალიან იშვიათი: პარესთეზია, მეხსიერების აშლილობები, კრუნჩხვები, შფოთვა, ტრემორი, ასეპტიკური მენინგიტი, დისგევზია, ინსულტი. დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრიდან ძალიან იშვიათი: მხედველობის აშლილობა, მხედველობის ბუნდოვნება, დიპლოპია. დარღვევები სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრიდან ხშირი: ვესტიბულარული თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათი: ხმაური ყურებში, სმენის აშლილობები. დარღვევები გულის მხრიდან არც ისე ხშირი*: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, ძლიერი გულისცემა, ტკივილი მკერდის არეში.  დარღვევები სისხლძარღვოვანი სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: არტერიული ჰიპერტენზია, ვასკულიტი. დარღვევები სუნთქვის ორგანოების, გულმკერდის და შუასაყარის მხრიდან იშვიათი: ბრონქული ასთმა (ქოშინის ჩათვლით). ძალიან იშვიათი: პნევმონიტი. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეპსია, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, დაქვეითებული მადა. იშვიათი: გასტრიტი, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა, ღებინება სისხლით, ფაღარათი სისხლით, მელენა, კუჭ-ნაწლავის წყლული (სისხლდენით, გარღვევით ან მათ გარეშე). ძალიან იშვიათი: კოლიტი (ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება), ყაბზობა, სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავი მილის დაავადებები, დიაფრაგმის მსგავსი ნაწლავური სტრუქტურები, პანკრეატიტი. დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრიდან ხშირი: ტრანსამინაზების დონის მომატება. იშვიათი: ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. ძალიან იშვიათი: ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის უკმარისობა. დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან ხშირი: გამონაყარი. იშვიათი: ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათი: ბულოზური დერმატიტი, ეგზემა, ერითემა, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), ექსფოლიატური დერმატიტი, ალოპეცია, სინათლის მგრძნობელობის რეაქცია, პურპურა, შენლეინ-გენოხის პურპურა, ქავილი. დარღვევები თირკმელების და შარდის გამომყოფი სისტემის მხრიდან ძალიან იშვიათი: თირკმელების მწვავე უკმარისობა, ჰემატურია, პროტეინურია, ნეფროტული სინდრომი, ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი. სისტემური დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას ხშირი: რეაქციები შეყვანის ადგილას, ტკივილი შეყვანის ადგილას, გამკვრივება შეყვანის ადგილას. იშვიათი: შეშუპება, ნეკროზი შეყვანის ადგილას. *სიხშირე ასახავს მონაცემებს, რომლებიც მიღებულია მაღალი დოზით ხანგრძლივი მკურნალობისას (150 მგ/დღე-ღამე). არტერიული თრომბოზული მოვლენები დიკლოფენაკის მიღება, განსაკუთრებით მაღალი დოზით (150 მგ დღე-ღამეში) და ხანგრძლივი მკურნალობისას, უკავშირდება არტერიული თრომბოზული მოვლენების განვითარების რისკის მცირე გაზრდას (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები