იცით დილასიდომს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დილასიდომის გვერდითი მოვლენებია:  იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მოლსიდომინის მკურნალობის დაწყებისას თავის ტკივილი, რომელიც როგორც წესი ქრება მკურნალობის გაგრძელების დროს. თავის ტკივილის შემცირება შეიძლება პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევითაც. თუ მკურნალობის დროს წარმოიქმნება სხვა დარღვევები აუცილებელია მიმართოთ ექიმს. მოლსიდომინით მკურნალობის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ მშვიდ მდგომარეობაში არტერიული წნევა კლებულობს, პირველ რიგში სისტოლური მაჩვენებლები. მომატებული წნევის დროს პრეპარატის ეს მოქმედება უფრო გამოხატულია, ვიდრე ნორმოტონიის და ჰიპოტონიის დროს. გულზე წინასწარი დატვირთვის მოხსნისას, აღინიშნება გულის წუთმოცულობის გულის ინდექსის შემცირება. მოლსიდომინი ცვლის აქტიური მოქმედებების შესაძლებლობას და ამიტომ სიფრთხილით გამოიყენება მანქანის მართვის დროს. ეს მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში ან ალკოჰოლის მიღების დროს. მოლსიდომინით მკურნალობისას ექიმის კონტროლის გარეშე შესაძლებელი არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, კოლაპსის და შოკის განვითარებაც კი. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება თავბრუსხვევა, გულისრევა და მომატებული მგრძნობელობის რეაქცია (მაგ. გამონაყარი კანზე, ასთმა).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები