იცით დილუტიქსს რა უკუჩვენებები აქვს?

დილუტიქსის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა კლოპიდოგრელის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ღვიძლის მძიმე უკმარისობა; მწვავე პათოლოგიური სისხლდენა (მაგ. სისხლდენა პეპტიური წყლულიდან ან ინტრაკრანიალური სისხლდენა). ორსულობა და ლაქტაცია ორსულობა (კატეგორია B): ორსულობისას კლოპიდოგრელის კლინიკური გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, მისი გამოყენება ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის. ლაქტაცია: ფარმაკოკინეტიკურ/ტოქსიკოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კლოპიდოგრელი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ამიტომ საჭიროების შემთხვევაში კლოპიდოგრელით თერაპიისას უნდა იქნას შეწყვეტილი ძუძუთი კვება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები