იცით დიპრივანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიპრივანის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები ზოგადი როგორც წესი, ანესთეზიის ინდუქცია მიმდინარეობს შეუფერხებლად, აგზნების მინიმალური ნიშნებით. გვერდითი მოვლენები: , რომლებიც გვხვდება უფრო ხშირად დაწინასწარ არის მხედველობაში მისაღები. მსგავსია ზოგადი ანესთეზიის ნებისმიერი საშუალების გვერდითი ეფექტების, მაგალითად, როგორიცაა ჰიპოთენზია. შემთხვევები, რომლებიც აღინიშნება ანესთეზიასთან და ინტენსიურ თერაპიასთან  დაკავშირებით, შეიძლება უკავშირდებოდეს მიღებულ პროცედურებს ან პაციენტის მდგომარეობას.  ჩასასმელია ცხრილი  (1) შეყვანის ადგილზე ტკივილის შესამცირებლად შეიძლება პრეპარატის შეყვანით ზომით უფრო დიდ ვენაში წინამხარში ან იდაყვის მოხრის ადგილზე. ტკივილის შეგრძნება შეიძლება შემცირდეს დიპრივანი 1% ლიგნოკაინთან ერთად შეყვანის დროს. (იხ. “გამოყენების წესი და დოზები” ნაწილი დ) (2) ჰიპოტენზიამ შეიძლება საჭირო გახადოს სითხის ინტრავენური შეყვანა და დიპრივანის შეყვანის სიჩქარის შემცირება. (3) ბრადიკარდიის სერიოზული შემთხვევები გვხვდება იშვიათად. არსებობს ცალკეული ცნობები ბრადიკარდიის პროგრესირებისას ასისტოლიის შესახებ. (4) იგი ვლინდება ინტენსიური თერაპიის დროს დიპრივანის გამოყენების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში. (5) ინტენსიური თერაპიის დროს სედაციისათვის დიპრივანის 4 მგ/კგ/სთ დოზის გამოყენების შემთხვევაში ცნობილია რაბდომიოლიზის ძალიან იშვიათი შემთხვევების შესახებ. ანესთეზიის ინდუქციისათვის ახალშობილებში დიპრივანის გამოყენებამ (დაურეგისტრირებელი ჩვენება) შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი და გულსისხლძარღვთასისტემის ფუნქციის დათრგუნვა. სუნთქვის დათრგუნვის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ჟანგბადით. გულსისხლძარღვების სისტემის მოქმედების დათრგუნვის შემთხვევაში საჭიროა ავადმყოფის თავის ქვემოთ დაწევა, მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს პლაზმისშემცვლელები და პრესორული საშუალებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები