იცით დოვინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოვინის გვერდითი მოვლენებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, არითმია, ჰიპოტენზია, იშვიათად – გულის უკმარისობა;  საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ლითონის გემო პირში, იშვიათად _ ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;  ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, პარესთეზია, ექსტრაპირამიდული ტრემორი, ნათხემისეული ატაქსია, გადაღლილობის შეგრძნება, რეტრობულბალური ნევრიტი, მიოპათია, ძილის დარღვევა; მხედველობის ორგანოს მხრივ: ლიპოფუსცინის დაგროვება რქოვანას ეპითელიუმში; სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად _ ხველა, ქოშინი, ინტერსტიციული პნევმონიტი, ფილტვების ფიბროზი, პლევრიტი, ბრონქიტი; ენდოკრინული სისტემის მხრივ: ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი; დერმატოლოგიური რეაქციები: ფოტოსენსიბილიზაცია, კანის მორუხო-ცისფერი ფერი, გამონაყარი კანზე, ალოპეცია; სხვა: ეპიდიდიმიტი, ვასკულიტი, თრომბოციტოპენია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები