იცით დოლომინს რა უკუჩვენებები აქვს?

დოლომინის უკუჩვენებებია:: – ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან დამხმარე კომპონენტების მიმართ; – ბრონქული ასთმის სრული ან არასრული გამოვლინება,  ცხვირის და პარანაზალური სინუსების მორეციდივე  პოლიპოზი და აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვ. აასპ-ის აუტანლობა (მ.შ. ანამნეზში); – ჭინჭრის ციება, რინიტი, გამოწვეული აასპ-ის მიღებით (ანამნეზში); – პირაზოლონური რიგის სამკურნალო საშუალებების აუტანლობა; – ჰიპოვოლემია (მისი გამომწვევი მიზეზზე დამოუკიდებლად); – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები, გამწვავების სტადიაში; – ჰიპოკოაგულაცია (მ.შ. ჰემოფილია); – სისხლდენები და მათი განვითარების მაღალი რისკი; – თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/სთ-ზე ნაკლები); – ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის მწვავე დაავადებები; – აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდგომი მდგომარეობა; – დადასტურებული ჰიპერკალიემია; – ნაწლავების ანთებითი დაავადებები; – ორსულობა (III ტრიმესტრი); – მშობიარობის პერიოდი, ლაქტაციის პერიოდი; – 16 წლამდე ბავშვთა ასაკი (გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის). თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა კეტოროლაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.  სიფრთხილით: ბრონქული ასთმა, ფაქტორების არსებობა რომლებიც ზრდიან ტოქსიკურობას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (კნტ) მიმართ: ალკოჰოლიზმი და ქოლეცისტიტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, შეშუპების სინდრომი; არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ქოლესტაზი, სეფსისი, ერთდროული მიღება სხვა აასპ-თან, ხანდაზმული ასაკი (65 წელზე ზევით), ორსულობა (I-II ტრიმესტრი). გულის იშემიური დაავადება, ცერებროვასკულარული დაავადებები, დისლიპედიმია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადებები, კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/სთ. ანემიური მონაცემები კნტ-ს წყლულოვანი განვითარების შესახებ, Helicobacter pylori ინფექციის დადასტურებული ფაქტი, აასპ-ს ხანგრძლივი გამოყენება, მძიმე სომატური დაავადებები, თანმხლები თერაპია შემდეგი პრეპარატებით: –         ანტიკოაგულანტები (მ.შ. ვარფარინი); –         ანტიაგრეგანტები (მ.შ. აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი); –         სეროტინინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (მ.შ. ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი); –         გლუკოკორტიკოსტეროიდები (მ.შ. პრედნიზოლონი). კნტ-ს მხრივ არასასურველი მოვლენების განვითარების რისკის შესამცირებლად საჭიროა გამოიყენოს მინიმალური ეფექტური დოზა მაქსიმალურად შესაძლო მოკლე  კურსით.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები