იცით დორენემს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დორენემის გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი: თავის ტკივილი; ნაკლებად ხშირი: კრუნჩხვების შეტევები. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირი: ფლებიტი. საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მხრივ: ხშირი: გულსირევა, დიარეა; ნაკლებად ხშირი: ფსევდომემბრანული კოლიტი. კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირი: ქავილი, გამონაყარი; სიხშირე უცნობია: ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი. იმუნური სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები; სიხშირე უცნობია: ანაფიალქსიური რეაქციები. ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ხშირი: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება. სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირი: ნეითროპენია, თრომბოციტოპენია; სიხშირე უცნობია: ლეუკოპენია. სასუნთქი სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია: ინტერსტიციალური პნევმონია. სხვა: ხშირი: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, ვაგინური კანდიდოზი. გვერდითი რეაქციების გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები