იცით დუოტრავს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დუოტრავის გვერდითი მოვლენებია: პაციენტში ჩატარებული გამოკვლევებისას დუოტრავის თვალის წვეთები გამოყენებული იყო დღეში ერთხელ. არ არის აღნიშნული დუოტრავთან დაკავშირებული სერიოზული ოფთალმოლოგიური ან სისტემური არასასურველი ეფექტები. ყველაზე ხშირად აღნიშნულ მკურნალობასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტი იყო ოკულარული ჰიპერემია (15.0%). თითქმის არც ერთ პაციენტს (98%), რომელსაც ოკულარული ჰიპერემია აღენიშნებოდა ამის გამო მკურნალობა არ შეუწყვეტია. შემდეგი არასასურველი ეფექტები მკურნალობასთან დაკავშირებულად მიიჩნევა და დაყოფილია შემდეგი პირობის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (>1/1000-<1/10), არახშირი (>1/1000-≤1/100), იშვიათი (>1/10.000-≤1/1000) ან ძალიან იშვიათია (≤1/108000). სიხშირის თითო ჯგუფში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიმწვავის კლების მიხედვით. ფსიქიატრიული დარღვევები: ხშირი – ნევროზულობა. ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. დარღვევები თვალის მხრივ: ძალიან ხშირი – თვალის გაღიზიანება ოკულარული ჰიპერემია; ხშირი – წერტილოვანი კერატიტი, წინა კამერის უჯრედების, წინა კამერის ანთებითი ჰიპერემია, თვალის ტკივილი, ფოტოფობია, თვალის შეშუპება, კონიუნქტივური ჰემორაგია, რქოვანას შეღებვა, ოკულარული დისკომფორტი, თვალის არანორმალური მგრძნობელობა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, მხედველობის დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, თვალის ქავილი, ალერგიული კონიუნქტივიტი, ცრემლდენის გაზრდა, ქუთუთოების გაღიზიანება, ქუთუთოს ერითემა, ქუთუთოს დერმატიტი, ასთენოპია, წამწამების ზრდა; არახშირი – ქუთუთოს ტკივილი, თვალის ალერგია, კონიუნქტივური შეშუპება, ბლეფარიტი, ქუთუთოს შეშუპება, ქუთუთოს ქავილი. ვასკულური დარღვევები: ხშირი – გულის არითმია, სისხლის გაზრდილი წნევა, გულისცემის სიხშირისა და სისხლის წნევის დაქვეითება. რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები: ხშირი – ბრონქოსპაზმი; არახშირი – დისპნოე, ხველა, ყელის გაღიზიანება. ჰეპატობილიარული დარღვევები: არახშირი – ალან-ამონოტრანსფერეზას დონის მომატება, ასპარტატ-ამინოტრანსფერაზას დონის მომატება. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: ხშირი – ურტიკარია, კანის ჰიპერპიგმენტაცია (პერიოკულარული). არახშირი – კონტაქტური დერმატიტი. ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დარღვევები: ხშირი – ტკივილი დაბოლოებებში. თირკმლისა და ურინალური დარღვევები: არახშირი – ქორომატურია. ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის მდგომარეობა: არახშირი – წყურვილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები