იცით ეარლითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეარლითის გვერდითი მოვლენებია:  ალერგიული რეაქციები მალამოში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია, ცვლილებები სისხლში. მიღების წესი და დოზირება: გამოყენება ხდება მალამოს ცხვირის ნესტოებში შეზელის გზით 3-4 – ჯერ დღეში. ერთჯერადი დოზაა – 0,05 გ მალამო თითოეულ ნესტოში, მაქსიმალური დღიური დოზა – 0,4 გ; გარეგანად – დაინფიცირებული ჭრილობების და კანის სხვა ჩირქოვანი დაავადებების სამკურნალოდ დაიტანება სტერილური საფენით ერთ ან ორ დღეში ერთხელ. გამოშვების ფორმა: 10 გ მალამო მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში. ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფშიინსტრუქციასთან ერთად. გაცემის რეჟიმი: (II ჯგუფი) რეცეპტით. ვარგისიანობის ვადა: 2   წელი. შენახვის წესი: ინახება 2-8 °C ტემპერატურულ პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები