იცით ელბატს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ელბატის გვერდითი მოვლენებია: ელბატის ტაბლეტებით მკურნალობისას ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია გინეკომასტია და/ან სარძევე ჯირკვლის მომატებული მგრძნობელობა რასაც ზოგჯერ თან ახლავს გალაქტორეა. აღნიშნული რეაქციები ქრება მკურნალობის შეწყვეტის ან დოზის შემცირების დროს. ელბატის ტაბლეტები ნაკლებად იწვევენ გულსისძარღვთა მოშლილობას დიეთილსტილბესტროლთან შედარებით. ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტებია: გულისრევა/ღებინება, მადის გაძლიერება, ინსომნია, დაუძლურება. ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტებია: ლიბიდოს დაკარგვა, ღვიძლის ფუნქციის ხანმოკლე მოშლა, სპერმის რაოდენობის შემცირება. ჩვეულებრივ ეს რეაქციები არ არის იმდენად მძიმე, რომ საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. თუ ეს რეაქციები ძალიან გამოხატულია, დოზის მცირე დაქვეითებაც კი, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს გამოსადეგი კლინიკური ეფექტის დაკარგვის გარეშე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები